ნაციხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნაციხარი — ციხის ნაშთები, ნანგრევები. ნაციხრების არქეოლოგიურ გათხრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო ხელოვნების, კერძოდ, ფორფიკაციის ისტორიის შესასწავლად. ნაციხარი ხშირად მნიშვნელოვან მასალას იძლევა წარსული ეპოქების სულიერი და ნივთიერი კულტურების სხვა სფეროების შესასწავლადაც.

საქართველოში წარმატებით სწავლობენ შუა საუკუნეების ნაციხრებს (რუსთავის ნაციხარი, თბილისის შიდა ციხე და სხვა). მნიშვნელოვანი იყო ჭაქვინჯის ციხის გათხრები. ანტიკური ხანის მცხეთის აკროპოლისის, არმაზციხის გათხრამ (დაიწყო 1946) გამოავლინა პირველხარისხოვანი არქეოლოგიური ძეგლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]