რუსთავის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუსთავის ციხე
Rustaviscixe.JPG
კოორდინატები: 41°32′06″ ჩ. გ. 45°00′14″ ა. გ. / 41.5351917° ჩ. გ. 45.0039389° ა. გ. / 41.5351917; 45.0039389
სტატუსი დანგრეული
რუსთავის ციხე (საქართველო)
Noun Project - Castle tower.svg

რუსთავის ციხე (ან რუსთავის ციხე-ქალაქი) — ისტორიული ციხესიმაგრე კუხეთის, რუსთავის ტერიტორიაზე. ციხე წარმოადგენდა თბილისის ირგვლივ დედაქალაქის დასაცავად აგებულ ციხეთაგან ერთ-ერთს. თავისი არსებობის მანძილზე ციხეს ჰქონდა სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე. თავდაპირველად (V-VIII საუკუნეები) ზღუდეს ოთხკუთხა კოშკები ჰქონდა, მეორეს, ე.წ. შიდა ზღუდეს, ნახევარწრიული კოშკები. შემდგომ ეს ორივე ზღუდე ერთ ზღუდედ გაუერთიანებიათ (IX-XI საუკუნეები). მესამე, ე.წ. გარე ზღუდეს ჰქონდა გვირაბიანი კარიბჭე (XII-XIII საუკუნეები.). ციხის აღმოსავლეთის მხრიდან ერთდოულად ორი ზღუდე ჰქონდა შემორტყმული. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში რომელშიც არის ფრესკები.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნეში რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არაქართული მოსახლეობა ცხოვროდა, რომელიც ციხეს რიშ-ყალას ეძახდა. რუსთავს რიშად მოხსენიებს ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანიც. რიშა ქართული რუსთავის დამახინჯებული ვარიანტია. XX საუკუნის 20-იან წლებში ციხეს კიდევ ერთი ისტორიულად გაუმართლებელი სახელი დაუმკვიდრდა — არიშის ციხე. ეს სახელი მომდინარეობს პავლე ინგოროყვას გამოკვლევიდან — რუსთაველიანა, რომელშიც მან რუსთავის ციხე ჰერეთის დიდებულების — არიშიანების საგვარეულო ციხედ მიიჩნია და მას არიშის ციხე უწოდა. ეს მოსაზრება თავიდანვე უარყვეს იმდროინდელმა ისტრიკოსებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსთავი ყოველთვის კახეთ-კუხეთის განუყოფელი ნაწილი იყო და არასოდეს შედიოდა ჰერეთის შემადგენლობაში. ყველა ისტორიულ წყაროში ციხე მოხსენიებულია, როგორც რუსთავის ციხე-ქალაქი ან რუსთავის ციხე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ნაზი პაჭიკაშვილი, „რუსთავის ისტორია“, 2006 წ.