ნაღველასებრნი
იერსახე
| ნაღველასებრნი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Gentiana punctata | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Gentianaceae | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ნაღველასებრნი (ლათ. Gentianaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ძირითადად ბალახებია, იშვიათად ბუჩქები.
ოჯახში 70-მდე გვარის 1000-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან ძირითადად ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში 5 გვარის 27-მდე მხოლოდ ბალახოვანი სახეობაა. ისინი ტყისა და მდელოს მცენარეებია. ნაღველასებრნი განსაკუთრებით ბევრია მთაში. ყველაზე მრავალრიცხოვანია ნაღველას გვარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 334.