ნატრიუმის ტეტრათიონატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატრიუმის ტეტრათიონატი
ნატრიუმის ტეტრათიონატი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებანატრიუმის ტეტრათიონატის დიჰიდრატი
ტრადიციული სახელწოდებანატრიუმის (სულფონატოდისულფანილ)სულფონატის დიჰიდრატი
ქიმიური ფორმულაNa2S4O6
მოლური მასა306.2665 გ/მოლ (დიჰიდრატი) /მოლი
ფიზიკური თვისებები
მდგომარეობა (სტ. პირ.)თეთრი ფხვნილი
სიმკვრივე2.1 გ/მლ (25 ℃) /სმ³
ქიმიური თვისებები
ხსნადობა წყალში30.6 გ/ლ (20 ℃) /100 მლ
კლასიფიკაცია
CAS 13721-29-4
PubChem203055
SMILES
  • O.O.[O-]S(=O)(=O)SSS(=O)(=O)[O-].[Na+].[Na+]

ნატრიუმის ტეტრათიონატინატრიუმისა და ტეტრათიონატის იონის მარილი ფორმულით Na2S4O6. xH2O. ჩვეულებრივ მოცემულია როგორც დიჰიდრატი (x = 2). წარმოადგენს უფერო, წყალში ხნად მყარ ნივთიერებას. ის პოლითიონატების ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომლის საერთო ფორმულაა [Sn(SO3)2]2-. ოჯახის სხვა წარმომადგენლებს შორისაა ტრითიონიტი (n = 1), პენტათიონატი (n = 3) და ჰექსათიონატი (n = 4).[1]

ნატრიუმის ტეტრათიონატი მიიღება ნატრიუმის თიოსულფატის დაჟანგვით (Na2S2O3), მაგ. იოდის ზემოქმედებით:.[2]

2 Na2S2O3 + I2 → Na2S4O6 + 2 NaI

რეაქციის მიმდინარეობაზე მეტყველებს იოდის შემცველი ხსნარის გაუფერულება, რაც იოდომეტრიის, ანუ იოდომეტრიული ტიტრირების საფუძველს წარმოადგენს.

მიღების სხვა მეთოდებს შორისაა ნატრიუმის ჰიდროსულფატსა და დიგოგირდის დიქლორიდს შორის რეაქცია:[1]

2 NaHSO3 + S2Cl2 → Na2S4O6 + 2 HCl

იონი წარმოადგენს C2 სიმეტრიის შესაბამისს, H2S2-ის მსგავსად. S-S-S დიჰედრალური კუთხე თითქმის 90 °-ია. ცენტრალური S-S დაშორება 2.115 Å-ია, რაც 0.01 Å-ით მეტია დანარჩენ ორ S-S დაშორებაზე. იგივე ხდება ყველა დანარჩენ პოლისულფანებშიც.[3]

ტეტრათიონატის სტრუქტურა ნატრიუმის დიჰიდრატის მარილის სახით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Greenwood&Earnshaw2nd
  2. Comparative Inorganic Chemistry, Bernard Moody
  3. 3.0 3.1 P. C. Christidis, P. J. Rentzeperis, C. A. Bolos (1986). „Crystal structure and chirality of sodium tetrathionate dihydrate, Na2S4O6·2H2O“. Zeitschrift fuer Kristallographie. 177: 107-p116. doi:10.1524/zkri.1986.177.1-2.107.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)