ნატბორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატბორი — წყლის დონის მომატება კალაპოტის გადაღობვის ან შევიწროების შედეგად, ხელოვნური ნაგებობების აღმართვის ან ბუნებრივი დაბრკოლებების წარმოქმნისას. ნატბორი წარმოიქმნება კალაპოტის ვიწრობებში; ჩამონაქცევებთან, მკვეთრ მოსახვევებთან, თოშხერგილებთან და ყინულხერგილებთან წარმოქმნილ ქვების გროვებთან; ქვენა ქარისას და ა.შ. ძირითად მდინარეზე წყალდიდობის ან წყალმოვარდნის ტალღის გასვლისას ნატბორი წარმოიქმნება მის შენაკადებზე. განასხვავებენ ძირითად (მაგ., დამბით შექმნილი) და დროებით ნატბორებს. ყველაზე მაღალი ნატბორები წარმოიქმნება წყალსაცავთა კაშხლებით.[1]

ნატბორს შეუძლია გამოიწვიოს წყალდიდობები, ზოგჯერ კატასტროფული. ისინი წარმოიქმნება, მაგალითად, ადგილებში, სადაც მდინარეები ყინულოვანი საფრის დიდი სისქისა და სიმტკიცის გამო ყოვნდება, ყინულხერგილებთან ზოგჯერ წყალი რამდენიმე მეტრითაც იწევს მაღლა. განსაკუთრებით ხშირად ამგვარი მოვლენები შეიმჩნევა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი დიდი მდინარეების (მაგ., ენისეი, ლენა, ობი, ჩრდილოეთის დვინა) გაზაფხულ-ზაფხულის ყინულსვლის დროს, ასევე ისეთ მდინარეებზე, რომელთა ზემო წელი მთებში მდებარეობს, ქვემო წელი კი — ვაკეებზე (ყუბანი) და ა.შ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Подпор // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 564.