ნატა ვარადა
იერსახე
ნატა ვარადა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 ივნისი, 1978 (46 წლის) |
დაბადების ადგილი | გავაზი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
გავლენა მოახდინეს |
ნატა ვარადა (ვარადაშვილი) (დ. 11 ივნისი, 1978, გავაზი, ყვარლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნატა ვარადა დაიბადა 1978 წლის 11 ივნისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში.
1994 წელს დაამთავარა საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ტელე-ჟურნალისტიკის განხრით.
1995 წლიდან იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
2012 წელს რადიოთეატრში დაიდგა მისი რადიოპიესა ფოკუს-მოკუს-ფრრ (რეჟ. ზურაბ კანდელაკი), სადაც მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. რადიოპიესაში მოთხრობილია ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ცხოვრება და შემოქმედება, ამასთან მხატვრულ-ალეგორიული ხერხებით გაკრიტიკებულია საქართველოში წლების განმავლობაში გამეფებული უსამართლობა.
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერთი საათით გვიან, გამომცემლობა „ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება“, რედ., როსტომ ჩხეიძე, მხატვ., ქრისტინე რობაქიძე, 2010, ISBN 978-9941-0-2997-4
- დედის კერძი, გამომცემლობა საუნჯე, რედაქტორი ბესო ხვედელიძე, 2012, ISBN 978-9941-9260-6-8; ასევე ელექტრონული გამომცემლობა ლითერასი[1].
- Varada mudra სკნელ(ებ)ი[2], ელექტრონული გამომცემლობა ლითერასი.
- ესეც ეს სე[3], ელექტორნული გამომცემლობა ლითერასი
რადიოთეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფოკუს-მოკუს-ფრრ[4], საზოგადოებრივი რადიო-1, რადიოთეატრი, რეჟ. ზურაბ კანდელაკი, 2012
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. კუცია — „...ნატა ვარადას ყარაჯა დაილამაო“. ჩვენი მწერლობა, თბ., 2 აპრილი, 2010, N7(111), გვ.46-50, ISSN 1987-7730
- მ. ჯალიაშვილი — „უცნაური ქორწინება (ნატა ვარადას სასძლოს გალობა)“. ჩვენი მწერლობა. - თბ., 26 სექტემბერი, 2008, N20(72), გვ.27
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიბ.ჯე ელექტრონული ბიბლიოთეკა დაარქივებული 2012-05-05 საიტზე Wayback Machine.
- ნატა ვარადა[მკვდარი ბმული]
- ნატა ვარადას ბლოგი
- ვარადა ნატა დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- დედის კერძი, ნატა ვარადა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დედის კერძი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-18. ციტირების თარიღი: 2013-02-20.
- ↑ Varada mudra სკნელ(ებ)ი[მკვდარი ბმული]
- ↑ ესეც ეს სე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-23. ციტირების თარიღი: 2013-02-20.
- ↑ ნატა ვარადა ,,ფოკუს მოკუს ფრრ..."[მკვდარი ბმული]