ნატაშა მაკელჰონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნატაშა მაკელჰონი
Natascha McElhone May 2018.jpg
ნატაშა მაკელჰონი 2013 წელი
დაბადების სახელი ნატაშა ტეილორი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1969 (51 წლის)
უოლტონი ტემზაზე, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
პროფესია მსახიობი
აქტიური 1990 წლიდან

ნატაშა მაკელჰონი (მაკელჰოუნი)  დაბ. ნატაშა აბიგაილ ტეილორი ინგლ. Natascha McElhone, დ. 14 დეკემბერი, 1969, უოლტონი ტემზაზე, სურე, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მსახიობი.  მაყურებლის ყურადღება მიიპყრო ეკრანზე გამოჩენით   ფილმში „გაატარო ცხოვრება პიკასოსთან ერთად“, სადაც პარტნირობას უწევდა ენტონი ჰოპკინსს. მსახიობმა ფრანსუაზა ჟილოს როლი შეასრულა. ფილმის შესახებ არასასურველი მიმოხილვის მიუხედავად, თავად მსახიობისათვის წარმატებული გამოდგა, რადგან კრიტიკოსებისაგან დადებითი შეფასება დაიმსახურა, რამაც უზრუნველყო მისი წარმატება ჰოლივუდში. [1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატაშა მაკელჰონი დაიბადა ლონდონის გარეუბანში, უოლტონ-ტემზაზე. [2]მშობლები ჟურნალისტები იყვნენ.[3] მას ჰყავს სცენარისტის ძმა დეიმონი, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ორი ნახევარძმა: ალექსანდრე, რომელიც ციურიხში ცხოვრობს და ნიკოლოზი, რომელიც სტოკჰოლმში ცხოვრობს. მისი მშობლები დაშორდნენ, როდესაც ის ორი წლის იყო. მისმა ირლანდიელმა დედა ოჯახთან ერთად ბრაიტონში გადასახლდა. მოგვიანებით კი დაქორწინდა ჟურნალისტსა და მიმომხილველზე როი გრინსლეიდზე.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მარტი- ლონდონი

გოგონა ბრაიტონში  სენტ – მარიამის გოგონების ადმინისტრაციულ სკოლაში სწავლობდა. შემდგომში მან სწავლა განაგრძო ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში. სწავლის პერიოდში მან ითამაშა რამდენიმე თეატრალურ სპექტაკლში, მათ შორისაა: "რიჩარდ III", "გრაფი მონტე კრისტო", "ალუბლის ბაღი", "ზაფხულის ღამის სიზმარი". 1993 წელს სწავლის დასრულების შემდეგ ნატაშა პირველად გამოჩნდა დიდ ეკრანზე ფილმში "გაატარო ცხოვრება პიკასოსთან ერთად", აგრეთვე "ეშმაკის საკუთრება", "რონინი" და მსოფლიოში ცნობილი "ტრუმენის შოუ".[5][6]

მიუხედავად იმისა, რომ ნატაშამ ჰოლივუდის ისეთ კაშკაშა ვარსკვლავებთან ერთად შეასრულა ითამაშა, როგორებიც არიან: ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი, რობერტ დე ნირო, კრისტიან ბეილი, ჯიმ კერი, მსახიობი თავს არიდებს დიდ ყურადღებას და არჩევს როლებს დაბალბიუჯეტიან ფილმებში, მაგალითად : „მისის დელოუეი“, „სიყვარულის ამაო ძალისხმევა“, „მოჩვენებების ქალაქი“, „სოლარისი“ და BBC-ის მიერ გადაღებული ფილმი „კიდევ ერთი ბოლეინების გვარიდან“. ნატაშას ბოლოდროინდელი ნამუშევრებია: „ქალბატონები იისფერში“, სადაც მონაწილეობა მიიღო ჯუდი დენჩთან და მეგი სმიტთან ერთად,  რეჟისორ სტივენ დოლდრის ფილმში  X-Boy, ამერიკულ სატელევიზიო შოუში „გულახდილობა“, შეასრულა უნგრელი რევოლუციონერი ქალის როლი  რიდლი სკოტის დადგმულ მინი სერიალში „კომპანია“,2006 წლის თებერვალში დიანა რიგთან ერთად ვესტ ენდში ითამაშა სპექტაკლში "ღირსება". ამასთან,  ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანია ფილმ „კალიფორნიზაციაში“ შესრულებული კარენის როლი. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობს დევიდ დუხოვნი.

2008 წლის 20 მაისს „კალიფორნიზაციის“ მეორე სეზონის გადაღებისას ნატაშამ, რომელიც მესამე ვაჟზე იყო  ფეხმძიმედ, ცუდი ამბავი მიიღო - მისი მეუღლე, 43 წლის პლასტიკური ქირურგი მარტინ ჰირიგოიენი კელი, გარდაცვლილი იპოვნეს ლონდონის სახლში. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ იგი გულის დაავადებით - დილატაციური კარდიომიოპათიით გარდაიცვალა.

მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ნატაშამ განაგრძო მისთვის წერილების წერა, ზოგჯერ დოკუმენტურად ასახავდა ცხოვრებისეულ წვრილმანებს, ასევე ეხებოდა იმას, თუ როგორ უმკლავდებოდა მცირეწლოვან შვილებთან ეთად დანაკარგს. მისი წერილები და დღიური  საფუძველად დაედო წიგნს „შენს შემდეგ: წერილები ქმრისა და მამისადმი-სიყვარულსა და დანაკარგზე“ . წიგნი გამოიცა 2010 წლის ივლისში.[7][8]

ნატაშა მაკელჰონი ლონდონში, ფულემის რაიონში  სამ ვაჟთან ერთად  - თეოსთან (2000), ოტისისთან (2003) და რექსთან (2008) ერთად ცხოვრობს.[9]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Natascha McElhone". Empire. Retrieved 13 April2020.
  2. Gráinne Faller (10 October 2009). "Shot in the Arm". The Irish Times. Archived from the original on 22 August 2018. Retrieved 22 August 2018.
  3. "Natascha McElhone: my family values".[მკვდარი ბმული] The Guardian.
  4. "Natascha McElhone- Biography". Yahoo! Movies. Archived from the original on 27 July 2014. Retrieved 11 May 2013.
  5. "Natascha McElhone". Empire. Retrieved 13 April2020.
  6. "Index entry". FreeBMD. ONS. Retrieved 25 February2016.
  7. McElhone, Natascha (2010). After you: letters of love, and loss, to a husband and father. London: Viking. ISBN 9780670919093.
  8. "Interview: Natascha McElhone on becoming a writer".[მკვდარი ბმული] www.scotsman.com.
  9. "Awards for Natascha McElhone". Internet Movie Database. Retrieved 11 May 2013.