ნატაშა კლაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატაშა კლაუსი
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1975 (1975-06-25) (48 წლის)
კალი, ვალიე-დელ-კაუკა, კოლუმბია
პროფესია მსახიობი
აქტიური 1996-დღემდე
სიმაღლე 1.54 მ
მეუღლე(ები) ვიქტორ გომესი (იქ. 2000; გ. 2001)
მარცელო გრეკო (იქ. 2003; გ. 2013)
პარტნიორ(ებ)ი დანიელ გომესი (2020-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ვიქტორ რასტაპკევიჩუსი
დედა: სუსანა არონდო

ნატაშა ალექსანდრა რასტაპკევიჩუს არონდო (რუს. Наташа Александра Растапкавичюс Аррондо; დ. 25 ივნისი, 1975, კალი, ვალიე-დელ-კაუკა, კოლუმბია), ცნობილია, როგორც ნატაშა კლაუსიურუგვაულ-ლიეტუველი წარმოშობის კოლუმბიელი მსახიობი. ცნობილია თავისი როლებით Telemundo-ს სერიალებში „შურისძიება“, „ფარული ვნება“, „ზორო“, „შტორმი“.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატაშა კლაუსი დაიბადა კოლუმბიის ქალაქ კალიში და გაიზარდა ატლანტიკოს ქალაქ ბარანკილიაში. მამა, ვიქტორ რასტაპკევიჩუსი, ლიეტუველ-რუსული წარმოშობისაა, ხოლო დედა, სუსანა არონდო ურუგვაულია. მას ჰყავს უფროსი და, ტატიანა.[1] კლაუსი თავდაპირველად ცდილობდა ბალერინის მოცეკვავე გამხდარიყო, შესაბამისი გაკვეთილების შემდეგ, ოცნებობდა მოსკოვის დიდ თეატრში გამოსვლაზე.[2] თუმცა, სკოლის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე ავტოკატასტროფაში მოყვა და მუხლი დაიზიანა, რითაც დაასრულა საცეკვაო კარიეა. ამის შემდეგ, ნატაშამ ცეკვის ნაცვლად მსახიობობა გადაწყვიტა.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლაუსმა სამსახიობო კარიერა სატელევიზიო სერიალებსა და სპექტაკლებში მცირე როლების შესრულებით დაიწყო. 2002 წელს კლაუსმა განასახიერა ლესბოსელი სანდრა გუზმანი Telemundo-ს სერიალში „შურისძიებაში“, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღეს გაბრიელა სპანიკი და კატერინ სიაჩოკე. ამ როლისთვის მოიპოვა პრესტიჟული ჯილდოები, როგორიცაა „Premios Mara de Venezuela“ და „TVyNovelas Award“, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლისთვის. შემდეგ კლაუსმა მიშელ ბრაუნის, დანა გარსიას, პაოლა რეის, მარიო ჩიმაროსა და ხუან ალფონსო ბაპტისტასთან ერთად ითამაშა პუპულარულ სერიალში „ფარული ვნება“, რაც მას მრავალი ჯილდო მოუტანა - მათ შორის „ACE“-ის ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის როლისთვის. 2004 წელს, პაოლა რეისა და ხუან ალფონსო ბაპტისტასთან ერთად ითამაშა სერიალში „La Mujer en el Espejo“.[3]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს დაქორწინდა პროდიუსერ ვიქტორ გომესზე. 2000 წლის აპრილში წყვილს პირველი შვილი, გოგონა შეეძინა, რომელსაც იზაბელ გომეს რასტაპკევიჩუსი დაარქვეს. წყვილი 2001 წელს დაშორდა.

2003 წელს დაქორწინდა თავის დეიდაშვილზე, მარსელო გრეკოზე. 2009 წლის აპრილში მას გრელოსთან პირველი საერთო შვილი შეეძინა, რომელსაც პალომა გრეკო რასტაპკევიჩუსი დაარქვეს.

2020 წლიდან ნატაშა კლაუსის პარტნიორია დანიელ გომესი. 2020 წლის 28 დეკემბერს, კლაუსმა Instagram-ის ანგარიშის მეშვეობით გამოაცხადა, რომ ის და გომესი დაინიშნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]