შინაარსზე გადასვლა

კატერინ სიაჩოკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატერინ სიაჩოკე
დაბადების სახელი მარია ალექსანდრა კატერინ სიაჩოკე
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1972
(46 წლის)
ბოგოტა, კოლუმბია
სხვა სახელები კატი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1995-დღემდე
რელიგია კათოლიკე
მეუღლე(ები) მიგელ ვარონი
(1997-დღემდე)
მშობლები მამა: ფელიქს სიაჩოკე
დედა: ბლანკა გაეტე

მარია ალექსანდრა კატერინ სიაჩოკე (ესპ. Catherine Siachoque; დ. 21 იანვარი 1972, ბოგოტა) — კოლუმბიელი მსახიობი და მოდელი. განსაკუთრებით ცნობილია თავისი როლებით მრავალრიცხოვან ესპანურენოვან ტელენოველებში. იგი ფელიქს სიაჩოკეს და ბლანკა გაეტეს უფროსი ქალიშვილია და ჰყავს სამი ძმა. სიაჩოკე 1999 წლის 4 ივლისიდან დღემდე არგენტინელი მსახიობისა და რეჟისორის მიგელ ვარონის მეუღლეა.

კატერინ სიაჩოკე დაიბადა 1972 წლის 21 იანვარს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. პერველად ტელესერიალში გამოჩნდა 1994 წელს.

სიაჩოკეს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრებია სტუდია ტელემუნდოს მიერ გადაღებული სერიალები, როგორებიცაა : „სახლი მეზობლად“, „სად არის ელისა?“, „უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს“, „სხვისი ცოდვები“, „ვნებათა მიწა“, „სიყვარულის გაკვეთილები“, „შურისძიება“, „სიყვარული უდაბნოში“ და სატელევიზიო დამოუკიდებელი სერიებისგან შემდგარი პროგრამა „გადაწყვეტილებები“. იგი სერიალებში უფრო ცნობილია უარყოფითი პერსონაჟების, სერიალის წამყვანი ალქაჯების თამაშით, და პოპულარობა სწორედ ამ როლებმა მოუტანეს.

ბოლო 10 წელი უარყოფითი როლების თამაშის შემდეგ, მან ერთ-ერთ ბოლო სერიალში განასახიერა დადებითი პერსონაჟის სახე, მთავარი გმირის დედა ილდა სანტანა ტელემუნდოს ტელენოველაში „უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს“. ტელემუნდოს ახალ სერიალში „სახლი მეზობლად“ იგი ასევე დადებით როლს თამაშობს.

სიაჩოკე 2014 წელს დაუბრუნდა ეკრანებს ტელემუნდოს ახალ სერიალში „მაფიაზე გათხოვილი“, რომლის გადაღებებიც 2014 წლის თებერვლიდან ამავე წლის აგვისტომდე მიმდინარეობდა, სერიალის პრემიერა აშშ-ში ტელემუნდოს არხზე 8 ივლისს შედგა და 1 დეკემბერს დასრულდა.

2015 წლის აპრილიდან კატერინ სიაჩოკე მეუღლესთან ვარონისთან ერთად მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ვარონი ტელემუნდოს ახალი სერიალის „რკინის ქალბატონის“ მეორე სეზონის რეჟისორია.

2016 წელს სიაჩოკე ტელემუნდოს ეკრანებს დაუბრუნდება სერიალით „სამოთხე უმკერდოდაც არსებობს“, 2009 წლის ფენომენის „უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს“-ის გაგრძელება, რომლის სიუჟეტიც 14 წლის შემდეგ ვითარდება.

2017-2018 წლებში სიაჩოკე სერიალ „სამოთხე უმკერდოდაც არსებობს“, მეორე და მესამე სეზონებში იღებს მონაწილეობას.

წელისათაურიროლიცნობები
1995თვითგადარჩენაპერლადადებითი გმირი
1995-1996სურვილის ბნელი მხარელორენადადებითი გმირი
1996სისხლი, ოფლი და ცრემლებილინა მარიადადებითი გმირი
1997მოჯადოებასალომემთავარი დადებითი გმირი
1997ხუანებიხუანა კარიდად სალგერომთავარი დადებითი გმირი, მონაზონი
1998ცისარტყელას ჩრდილისილვია სტელა გრანიანიმთავარი ალქაჯი
1998-1999ასე ახლოს და ასე შორსლაურამთავარი ალქაჯი
1999-2000ვარდების ომიროსა ემილია კარილიომთავარი ალქაჯი
2001სიყვარული უდაბნოშიმიკაელა ფერნანდესიმთავარი ალქაჯი
2002-2003შურისძიებაგრაცია ფონტანამთავარი ალქაჯი
2004-2005სიყვარულის გაკვეთილებიდებორა ბუენროსტრომთავარი ალქაჯი
2005-2007გადაწყვეტილებებიგაბრიელა / მარია ვალენსია
ალმა.
ტვ შოუ (2 სერია)
2005-2006ვნებათა მიწამარსია ერნანდესიმთავარი ალქაჯი
2007-2008სხვისი ცოდვებიინეს ვალიეხომთავარი ალქაჯი
2008-2009უმკერდოდ სამოთხე არ არსებობსილდა სანტანამთავარი დადებითი გმირი
2010სად არის ელისა?სესილია ალტამირამთავარი როლი / მთავარი ალქაჯი
2011-2012სახლი მეზობლადიგნასია კონდემთავარი როლი
2014მაფიაზე გათხოვილიესტეფანია პერესიმთავარი ალქაჯი
2016-2018სამოთხე უმკერდოდაც არსებობსილდა სანტანამთავარი დადებითი გმირი (3 სეზონი)
2017ფანიისაბელ პინსონიეპიზოდური როლი (2 სერია)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]