ნატალია გუნდარევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია გუნდარევა
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1948
მოსკოვი (სსრკ)
გარდაცვალების თარიღი 15 მაისი, 2005 (56 წლის)
მოსკოვი (რუსეთი)
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ლეონიდ ჰეიფეცი,
ვიქტორ კორეშკოვი,
მიხეილ ფილიპოვი

ნატალია გუნდარევა (რუს. Ната́лья Гео́ргиевна Гу́ндарева, დ. 28 აგვისტო, 1948, მოსკოვი, სსრკ15 მაისი, 2005, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. რსფსრ სახალხო არტისტი (1986), რსფსრ ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980).

იყო მაიაკოვსკის სახელობის მოსკოვის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი (1972-2001). თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა თეატრის სამხატვრო და საკადრო პოლიტიკაში, რისთვისაც მას „წითელი სახლის დიასახლისი“ შეარქვეს. სამჯერ (1977, 1981 და 1984) აღიარეს ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ „წლის საუკეთესო მსახიობ ქალად“.

გარდაიცვალა 2005 წლის 15 მაისს ინსულტით. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1976 ტრუფალდინო ბერგამოდან Труффальдино из Бергамо სმერალდინა
1977 უკუკავშირი Обратная связь მედვედევა
1978 თქვენ გელოდებათ მოქალაქე ნიკანოროვა Вас ожидает гражданка Никанорова კატია ნიკანოროვა
1979 საშემოდგომო მარათონი Осенний марафон ნინა ბუზიკინა
1980 ერთხელ, ოცი წლის შემდეგ Однажды двадцать лет спустя ნადია კრუგლოვა
1980 დულსინეა ტობოსელი Дульсинея Тобосская ალდონსა-დულსინეა
1983 საერთო საცხოვრებელი მარტოხელებისთვის Одиноким предоставляется общежитие ვერა გოლუბევა
1983 ბავშვთა სახლის დიასახლისი Хозяйка детского дома ალექსანდრა ვანეევა
1985 ზამთრის საღამო გაგრაში Зимний вечер в Гаграх მელნიკოვა, მომღერალი
1988 კლიმ სამგინის ცხოვრება Жизнь Клима Самгина მარინა ზოტოვა
1990 პასპორტი Паспорт ინგა
1991 ვივატ, გარდემარინებო! Виват, гардемарины! იმპერატრიცა ელიზავეტა
1991 აღთქმული ქვეყანა Небеса обетованные ლუსკა
1994 პეტერბურგის საიდუმლოებები Петербургские тайны კნეინა ტატიანა შადურსკაია
1998 სამოთხის ვაშლი Райское яблочко რიმა კრუტილინა, დირექტორი
ნატალია გუნდარევას საფლავი ტროეკუროვის სასაფლაოზე

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1978 — ლენინური კომკავშირის პრემია
  • 1980რსფსრ დამსახურებული არტისტი
  • 1980 — ძმები ვასილიევების სახელობის რსფსრ-ის სახელმწიფო პრემია
  • 1984სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
  • 1986 — რსფსრ სახალხო არტისტი
  • 1998 — IV ხარისხის ორდენი მამულის წინაშე დამსახურებისათვის
  • 2001 — სტანისლავსკის სახელობის საერთაშორისო თეატრალური პრემია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]