ნარი (გვარი)
იერსახე
ნარი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cirsium helenioides | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cirsium | |||||||||||||
|
ნარი (Cirsium) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორწლოვანი ბალახებია.
200-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში; საქართველოში 44 სახეობაა, მათგან საქართველოს ენდემია, 15 — კავკასიისა; სახეობათა მეტი წილი იზრდება დაბლობიდან მოკიდებულ ალპურ სარტყლამდე გზის პირებზე, ტყის ნაკაფებში, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში. ნარის ბევრის სახეობა სარეველაა, ზოგიერთი — თაფლოვანი და დეკორატიული.
ჩვენში Cirsium obvallatum, Cirsium simplex, Cirsium rhyzocephalum და მრავალი სხვა ასარევლიანებს სუბალპურ და ალპურ საძოვრებს, მინდვრის ნარი (Cirsium arvense) — ყანებს მთაში, თეთრი ნარი (Cirsium incanum) კი — ყანებს ბარში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 7, გვ. 320, თბ., 1984