თეთრი ნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი ნარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
სახეობა:  თეთრი ნარი
ლათინური სახელი
Cirsium incanum

თეთრი ნარი (ლათ. Cirsium incanum) — მრავალწლოვანი ფესვნაყრიანი სარეველა მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ფესვი 2-3 (ზოგჯერ 5-9) -მდე ეშვება ნიადაგში და ივითარებს დამატებით „კვირტებს“, საიდანაც ამონაყრები ამოდის.

ღერო მაღალია, ზედა ნაწილი დატოტვილია. მჯდომარე, კიდეეკლიანი ფოთოლი დაკბილული ან დანაკვთულია. მოიისფრო ყვავილები შეკრებილია კალათა ყვავილედად. თესლი წვრილის, რუხი, აქვს საფრენები და ამიტომ ქარს შორს მიაქვს.

საქართველოში ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მარცვლეული კულტურების რაიონებში. თეთრი ნარით ნიადაგის დასარევლიანება აძნელებს როგორც მოსავლის აღების მექანიზაციას, ისე ნიადაგის დამუშავებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]