ნარიმან დალაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარიმან ვარლამის ძე დალაქიშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1906, სოფ. ჭელიაღელე, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 მარტი, 1982, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, საბჭოთა არმიის საინჟინრო–ტექნიკური სამსახურის გენერალ–მაიორი (1954).

დაამთავრა მოსკოვის ვ. პოდბელსკის სახელობის კავშირგაბმულობის აკადემიის სამხედრო ფაკულტეტი (1936). 1940-1945 წლებში იყო 24–ე, მე–3 შორსმოქმედი ავიადივიზიის (შემდეგ გვარდიული კორპუსის) კავშირგაბმულობის უფროსი. 1945-1964 წლებში მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში. 1964 წლიდან იყო თადარიგში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მოსკოვთან, სტალინგრადთან, ლენინგრადთან; დაჯილდოებულია საბრძოლო ორედენებითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]