ნანიკო ბურძგლა
იერსახე
ნანიკო ბურძგლა | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1855 |
დაბ. ადგილი | შუხუთი |
წარმოშობა | გურია |
გარდ. თარიღი | 1922 |
გარდ. ადგილი | მაკვანეთი |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი |
ნანიკო გაბრიელის ძე ბურძგლა (დ. 1855, შუხუთი — გ. 1922, მაკვანეთი) — ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშობლები ადრე გარდაეცვალა. აღზარდა ბიძამ, ეგნატე იობიშვილმა. იობიშვილმა ბურძგლა გადაიყვანა მაკვანეთში, სადაც ბურძგლა დაუახლოვდა გიორგი იობიშვილს, რომელთან ერთადაც სწავლობდა სიმღერას ეგნატესგან. დაუახლოვდა გიგო ერქომაიშვილს და გახდა მისი გუნდის წევრი. იყო გონებაგამჭრიახი, ხუმარა, ენაწყლიანი, მშრომელი გლეხი.ჰქონდა დიდი დიაპაზონი ხმა. ასრულებდა როგორც პირველ ხმას, ასევე გამყივანს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანზორ ერქომაიშვილი, „ბაბუა“ — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1980