ნადეჟდა ცომაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცომაია.
ნადეჟდა ცომაია „ნანოს“ როლში

ნადეჟდა ათანასეს ასული ცომაია (დ. 18 იანვარი, 1904, ქუთაისი — გ. 29 ნოემბერი, 1974, თბილისი) — ქართველი ოპერის მომღერალი, მეცო-სოპრანო, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო და აქვე პარალელურად სწავლობდა სიმღერას მუსიკალურ ტექნიკუმში. 1927 წელს შევიდა თბილისის კონსერვატორიაში, სადაც მისი პროფესორი იყო ო. ბახუტაშვილი-შულგინა.

1929 წელს ახალგაზრდა მომღერალი ჩარიცხეს ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის დასში და მალე წამყვანი პარტიები შეასრულა ოპერებში „დარეჯან ცბიერი“, „შოთა რუსთაველი“, „პიკის ქალი“, „აიდა“ და „კარმენი“. მომღერლის საყოველტაო აღიარებას მოწმობდა ის, რომ იგი მიიწვიეს ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, სადაც დიდი წარმატებით იმღერა „კარმენის“, „ამნერსის“, „აზუჩენას“, „მარფასა“ და სხვა პარტიები.

1935 წელს ნადეჟდა ცომაია ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მეცო-სოპრანო, დუაბრუნდა მშობლიურ თეატრს, სადაც მთელი სიდიადით წარდგა საზოგადოების წინაშე.

1960 წლიდან ის ჩამოსცილდა აქტიურ სასცენო მოღვაწეობას და დაიწყო პედაგოგობა თბილისის კონსერვატორიაში. აქაც დიდად ნაყოფიერი გამოდგა მისი დაუცხრომელი მოღვაწეობა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 398, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]