ბოლოქანქარასებრნი (ლათ.Motacillidae) — ფრინველთაოჯახიბეღურასნაირთარიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 13–22 სმ. კისერი მოკლეა, კუდი შედარებით გრძელი. ფრთები ხშირად წამახვილებული აქვთ. გაერთიანებულია 5 (ან 6) გვარის 70-მდე სახეობა. გავრცელებული არიან დედამიწის ყველა ზონაში, საქართველოში ყველგან გვხვდება.[1] ბევრი ბოლოქანქარასებრი გადამფრენი ფრინველია. უპირატესად სახმელეთო სახეობებია, ბინადრობენ გაშლილ სივრცეებში. იკვებებიან მწერებითა და სხვა წვრილი უხერხემლოებით.