მწვანე კოდალა (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე კოდალა

მწვანე კოდალა (Picus viridis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  კოდალასნაირნი
ოჯახი:  კოდალასებრნი
გვარი:  მწვანე კოდალა
ლათინური სახელი
Picus (Linnaeus, 1758)

მწვანე კოდალა (ლათ. Picus) — ფრინველთა გვარი კოდალასნაირთა რიგისა. მოიცავს 15 სახეობას. გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მსხვილი ფრინველებია. ახასიათებთ მწვანე შეფერილობა. ბინადრობენ ტყეებსა და ტყისწინებში. ბუდეს იკეთებენ ხის ფუღუროში, დებენ თეთრ კვერცხებს. იკვებებიან ძირითადად მწერებით, აგრეთვე მცენარეთა ნაყოფებითა და სხვა ფრინველების კვერცხებით; ზოგიერთი სახეობა მხოლოდ ჭიანჭველებითა და ტერმიტებით იკვებება. მწერებს იჭერენ ნისკარტის სწრაფი დარტყმით ან გრძელი წებოვანი ენის გამოყენებით. სხვა კოდალებისგან განსხვავებით ნაკლებად ეწევიან მეხეურ ცხოვრებას და დიდ დროს მიწაზე ან ტერმიტთა ბუდეზე ატარებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]