მცხეთის ნამოსახლარი
იერსახე
მცხეთის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბუჩქნარით დაფარულის სათხიების ქედის ფერდზე. კულტურული ფენა ალაგ-ალაგ გადარეცხილია. შემორჩენილია კირის ხსნარზე ნატეხი ქვით ნაგებ შენობათა ნაშთები. კერამიკული მასალის მიხედვით ნამოსახლარი III-IV სს-ით თარიღდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოხოჩაძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 253.