შინაარსზე გადასვლა

მყინვარული ნალექები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორენა
ტილიტები

მყინვარული ნალექები, გლაციალური ნალექებიდანალექების კომპლექსი, რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია თანამედროვე ან ძველ მთის მყინვარებთან და კონტინენტურ ყინულოვან ფარებთან. გამოიყოფა მყინვარული ნალექების 4 გენეტიკური ტიპი: საკუთრივ მყინვარული (მორენა), წყალ-მყინვარული (ფლუვიოგლაციალური ნალექები), ტბიურ-მყინვარული დანალექები (ლიმნოგლაციალური ნალექები) და აისბერგული ნალექები.[1]

მყინვარული ნალექების ყველა ტიპი წარმოქმნის, განსაკუთრებით, მეოთხეული სისტემისათვის დამახასიათებელ რთულ შეხამებას (კომპლექსებს ან ფორმაციებს), რომელთა ჩამოყალიბების დროს ვეებერთელა ყინულოვანი ფარები იკავებდნენ უდიდეს ფართობებს თანამედროვე ზომიერი სატყლების ფარგლებში.[1]

ქვედა და ზედა პროტეროზოულისა და ზედა პალეოზოურის დანალექებს შორის ცნობილია აგრეთვე ძველი მყინვარული ნალექებიც, რომლებიც ჩვეულებირვ, ძლიერაა შემჭიდროებული და შეცემენტებული, ხოლო ზოგჯერ მეტამორფიზებული (ტილიტები).[1]

მეოთხეულ და ძველ მყინვარულ ნალექებში ზოგჯერ მოთავსებულია ალმასის, ოქროს, პლატინას და სხვათა ღარიბი ქვიშრობები, რომლებიც წარმოადგენენ მდიდარი ალუვიური და ზღვიური ქვიშრობების კვების წყაროს.[1]

მყინვარული ნალექები შედგენილია დაუხარისხებელი ფხვიერი ნატეხი ქანებით, უფრო ხშირად კაჭარ-თიხებით, თიხნარით, ქვიშნარით, უფრო იშვიათად კი კაჭარ-ქვიშებითა და უხეშღორღიანი ქანებით, რომელიც შეიცავს კაჭარს, ღორღსა და კენჭს. მყინვარული ნალექები განსაკუთრებით დამახასიათებელია ანთროპოგენური სისტემისათვის.[2]

  • Гляциологический словарь / Под ред. В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984;
  • Чис­тя­ков А. А., Ма­ка­ро­ва Н. В., Ма­ка­ров В. И. Чет­вер­тич­ная гео­ло­гия. М., 2000.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Ледниковые отложения | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-31. ციტირების თარიღი: 2021-01-26.
  2. Шанцер E. B., Очерки учения o генетических типах континентальных осадочных образований, M., 1966