მფრინავი ხვლიკები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მფრინავი ხვლიკები
Pteranodon hharder.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
ზერიგი: მფრინავი ხვლიკები
ლათინური სახელი
Pterosauria

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მფრინავი ხვლიკები, პტეროზავრები (ლათ. Pterosauria), ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი. ქალაზე ნაკერები თითქმის არ ემჩნეოდათ. ჰქონდათ საფეთქლის 2 ფოსო, სკლეროტულ რკალიანი დიდი თვალბუდეები, უკან გადანაცვლებული ნესტოები. გეოლოგიურად გვიანდელ ფორმებში კბილები რედუცირებულია, ყბები ნისკარტადაა გადაქცეული. წინა კიდურებსა და სხეულზე გადაჭიმული იყო კანოვანი აპკი — ფრთა. ჰქონდათ გრძელი კისერი, სუსტად განვითარებული უკანა კიდურები, რედუცირებული მენჯის სარტყელი. უძველეს ფორმებს გრძელი კუდი ჰქონდათ, უფრო გვიანდელებს — მოკლე. ჩონჩხის ზოგიერთი ძვალი ფრინველების მსგავსად ღრუ იყო, თავის ტვინი — დიდი მოცულობისა, კარგად განვითარებული მხედველობის და თითქმის მთლად გამქრალი ყნოსვის წილებით. გიგანტური მფრინავი ხვლიკების ფრთების შლილი 7 მ აღწევდა. ცხოვრობდნენ ზღვისა და წყალსატევის სანაპიროებზე. იკვებებოდნენ თევზით, ტანად მომცრონი — მწერებით. ცნობილი არიან ძირითადად ჩრდილოეთი ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მეზოზოური ნალექებიდან. ნაყოვნია აგრეთვე სამხრეთ ყაზახეთსა და ვოლგისპირეთში.

 
პტეროზავრები
კამბრ. კამბრიული ორდოვიც. სილ. დევონ. კარბონული პერმ. ტრიას. იურული ცარცული პალეოგ. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ 

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გ. მჭედლიძე, ქსე, ტ. 7, გვ. 235, თბ., 1984