მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარება
The Gospel of the Flying Spaghetti Monster
The Gospel of the Flying Spaghetti Monster.jpeg
წიგნის გარეკანი
ავტორი ბობი ჰენდერსონი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლ.
ჟანრი რელიგიური ტექსტი
გამომცემელი Villard Books
გამოცემის თარიღი 28 მარტი, 2006
გვერდი 192
ISBN ISBN 0-8129-7656-8

მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარება (ინგლ. The Gospel of the Flying Spaghetti Monster) — ბობი ჰენდერსონის მიერ დაწერილი სატირული ჟანრის წიგნი, რომელიც ადგენს რელიგიის პაროდიის, მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიის (პასტაფარიზმის)[1][2] ძირითად დოგმებს. მფრინავი სპაგეტის მონსტრი შეიქმნა ბობი ჰენდერსონის მიერ კანზასის შტატის განათლების პალატისათვის მიწერილ ღია წერილში. სადაც იგი პაროდირებდა გონიერი დიზაინის თეორიას. მას შემდეგ რაც ჰენდერსონმა წერილი საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა, მფრინავი სპაგეტის მონსტრი ინტერნეტ ფენომენი გახდა და მის შესახებ მრავალმა ცნობილმა გაზეთმაც გამოაქვეყნა სტატია, რამაც წიგნის გამომცემლების ყურადღბაც მიიქცია. 2006 წლის მარტში Villard Books-ის მიერ გამოცემული სახარება საგულდაგულოდ აყალიბებს იმ რწმენას, რაზეც ღია წერილშია საუბარი.

სახარება შეიცავს სამყაროს შექმნის მითს, მცნებებს და ევანგელიზმის გზამკვლებს, ასევე განიხილავს ისტორიის და ცხოვრების სტილის პასტაფარიანულ ხედვას. ჰენდერსონი იყენებს სატირას რათა წარმოაჩინოს კრეაციონიზმის ნაკლოვანებები და დაამტკიცოს მფრინავი სპაგეტის მონსტრის არსებობა. წიგნმა, რომლის 100 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა,[3] საზოგადო აღიარება ჰპოვა.

მოვლენათა ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა 24 წლის ბობი ჰენდერსონმა კანზასის შტატის განათლების საბჭოსთვის მიწერილ წერილში აბუჩად აიგდო გონივრული ჩანაფიქრის თეორია თავისი პაროდიული რწმენით მფირინავი სპაგეტის მონსტრის მიმართ. მან ირონიული წერილი პროტესტის ნიშნად გაგზავნა. ის ეწინააღმდეგებოდა გონივრული ჩანაფიქრის სწავლებას ბიოლოგიის გაკვეთილებზე. თავის წერილში მან აღნიშნა:

ვიმედოვნებ მალე მოვა დრო, როდესაც სამივე თეორიას თანაბარი დრო დაეთმობა ჯერ ჩვენი ქვეყნის სკოლებში შემდეგ კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთი მესმედი გონივრული ჩანაფიქრის თეორიას, ერთი მესამედი პასტაფარიანიზმს და ერთი მესამედი ლოგიკურ მეცნიერულ ფაქტებს უამრავი თვალსაჩინო მაგალითით.
—ბობი ჰენდერსონი

მაისში, მას შემდეგ რაც მიიღო პასუხი განათლების საბჭოსგან, ჰენდერსონმა წერილი თავის საიტზე გამოაქვეყნა. ამის შემდეგ პასტაფარიანიზმი მალევე გახდა ინტერნეტ ფენომენი. მედიამ ის ხალხში გავრცელებისთანავე აიტაცა. მფრინავი სპაგეტის მონსტრი გახდა საზოგაოების იმ ნაწილის აზრის სიმბოლო, რომელიც გონივრული ჩანაფიქრის თეორიას ეწინააგმდეგებოდა. ღია წერილი დაიბეჭდა ისეთ ცნობილ გაზეთებში როგორიცაა ნიუ იორკ ტაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ჩიკაგო სან თაიმსი და მიიპყრო მსოფლიო პრესის ყურადღება.

ჰენდერსონის თქმით, გამომცემლები გაზეთების ნახვის შემდეგ დაინტერესდნენ. საბოლოოდ მფრინავი სპაგეტის მონსტრით ექვსი გამომცემლობა დაინტერესდა. 2005 წლის ნოემბერში სახარების დასაწერად ჰენდერსონმა ვილარდის გამომცემლობისაგან ავანსად $80 000 მიიღო. ჰენდერსონმა განაცხადა რომ ანაზღაურებას მეკობრის ხომალდის ასაშენებლად გამოიყენებდა, რომლითაც იქადაგებდა პასტაფარიანულ რელიგიას. წიგნი 2006 წლის 28 მარტს გამოიცა.

რეზიუმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარებაში წარმოდგენილია პასტაფარიანული პრინციპები (ხშირად ეს კრეაციონიზმის სატირებია), რომლებიც ოსტატურადაა აგებული ღია წერილზე. მასში შედის სამყაროს შექმნის მითი, სახარების ქადაგება, რამდენიმე ფსევდომეცნიერული მტკიცებულება და პასტას სიტყვები, რომელსაც დართული აქვს სამოყვარლო ნახატები და გადაკეთებული მზა ფოტოები. ჰენდერსონი ირონიის გზით უსვამს ხაზს ევოლუციის ხარვეზებს და გვიყვება პასტაფარიანულ ისტორიას სამყაროს შესახებ. წიგნს ასევე დართული აქვს სადღესასწაულო ცნობარი. ჰენდერსონი ასევე განიხილავს პირველ პასტაფარიანულ რწმენას იმის შესახებ, რომ მეკობრეების რიცხვის შემცირებამ გლობალურ დათბობამდე მიგვიყვანა. მას ამის დასამტკიცებლად მაგალითად მოჰყავს ჰელოუინის დღესასწაული, როდესაც ბევრი ადამიანი იცვამს მეკობრის ფორმას და ამის შემდეგ რამდენიმე თვე საშუალო ტემპერატურა საგრძნობლად მცირდება.

წიგნი აუცილებელია რათა ხალხმა დაინახოს, თუ რამდენი ფაქტი ამტკიცებს მსმ-ს არსებობას. თქვენ შეგიძლიათ თქვათ საკმაოდ ძლიერი არგუმენტი მისი არსებობის დასამტკიცებლად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენც ისევე მსჯელობთ, როგორც ამას ID-ს მომხრეები აკეთებენ: მოჩვენებითი მსჯელობით და წრიული ლოგიკით.”

—ბობი ჰენდერსონი, ახსნა თუ რატომ დაწერა სახარება

წიგნი არწმუნებს მკითხველს, რომ სცადოს პსტაფარიანელობა 30 დღით. „თუ არ მოგეწონებათ, დიდი შანსია თქვენმა რელიგიამ უკან მიგიღოთ“. ჰენდერსონმა განაცხადა რომ წიგნის 100 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

სამყაროს შექმნის პასტაფარიანული მითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახარება იწყება უჩინარი და შეუცნობელი მფრინავი სპაგეტის მონსტრის მიერ სამყაროს შექმნით. პირველ დღეს, მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა გამოყო წყალი ზეცისგან; მეორე დღეს, ვინაიდან არ შეეძლო წყალზე დიდხანს სიარული და დაღლილი იყო ფრენით, მან შექმნა მიწა—რომელზეც განთავსებული იყო ლუდის ვულკანი. ნასიამოვნებმა მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა ბოროტად ისარგებლა ლუდით, რომელიც ლუდის ვულკანიდან მოედინებოდა და ნაბახუსევმა გაიღვიძა. მთვრალი ღამეების და ტლაქნი საღამოების შუალედში, მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა შექმნა ზღვები და მიწა (უკვე მეორედ. შემთხვევით მას დაავიწყდა რომ მანამდე ეს უკვე შექმნილი ჰქონდა), სამოთხეში მან შექმნა ცეროდენა არსება, რომელსაც კაცი უწოდა. კაცი და მისივე ტოლი ქალი, ბედნიერად ცხოვრობდნენ ზეთის ხილის ბაღში, რომელიც ედენში იყო განთავსებული, სანამ სპაგეტის მონსტრმა საჭმლის კეთებისას შემთხვევით იქაურობა არ დატბორა.

პასტაფარიანელები ირწმუნებიან, რომ დედამიწა 5000 წლის წინ შეიქმნა. ამასთანავე, ბიბლიის ლიტერტორების პაროდირებით, ისინი აცხადებენ, რომ ყველა მტკიცებულება რაც ევოლუციას ამტკიცებს, მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა შექმნა რათა გამოეცადა მორწმუნეები. ნავთობის და ბუნებრივი რესურსების აღმოჩენებიც მფრინავი სპაგეტის მონსტრის მიერ იყო დაგეგმილი რათა მეცნიერებისათვის თავგზა აებნია.

კაპიტანი მოსე და „რვა უკეთესი იქნება თუკი ამას არ გააკეთებ“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მფრინავი სპაგეტის მონსტრი, რომელიც კაპიტან მოსეს გადასცემს ფირფიტებს: „უკეთესი იქნება თუკი ამას არ გააკეთებ“

სახარების მიხედვით, მეკობრე კაპიტანმა მოსემ, მიიღო ათი ქვის ფირფიტა, რომლებზეც ეწერა რჩევები მფრინავი სპაგეტის მონსტრისგან. ორიგინალი ათი „უკეთესი იქნება თუკი ამას არ გააკეთებიდან“ ორი, კაპიტან მოსეს, სალსას მთიდან ჩამოსვლის დროს დაუვარდა და დაიკარგა. ეს მცნებები ასწავლის ყველა მორწმუნეს თუ როგორ უნდა იცხოვრონ ჭეშმარიტად პასტაფარიანული ცხოვრებით. ისინი მიმართულია ყოველდღიური პრობლემების და იმ ხალხისკენ, ვისაც არ სჯერა მფრინავი სპაგეტის მონსტრის. „უეკთესი იქნება თუკი ამას არ გააკეთებ“ მოიცავს ყოფაქცევების ფართო სპექტრს სექსუალური ქცევებიდან კვებამდე. ერთმა მიმომხილველმა განაცხადა, რომ ეს ათი მცნების პაროდია იკითხება როგორც „საყიდლების მწარე სია, იგივენაირი კრიტიკით“ როგორსაც ორგანიზებული რელიგიები გვთავაზობენ. ერთ-ერთი „უკეთესი იქნება თუკი ამას არ გააკეთებ“ გვეუბნება: „უკეთესი იქნება, თუ არ დახარჯავ უამრავ ფულს ეკლესიის, ტაძრისა თუ მეჩეთის მშენებლობაზე ჩემი კალორიული მადლის სათაყვანებლად, როდესაც შეგიძლია ეს ფული უკეთესად გამოიყენო. აირჩიე რაზე: სიღარიბის აღმოფხვრა. ავადმყოფების მკურნალობა; მშვიდობიანი ცხოვრება, ვნებიანი სიყვარული და ინტერნეტის ფასის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ მე რთული აგებულების, ყოვლისმხედველი არსება ვარ, მე მიყვარს ცხოვრების ყველა უბრალო სიამოვნება. სხვამ ვინ იცის ჩემზე უკეთ? მე შევქმენი ყველაფერი“.

კრიტიკული განხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალმა Scientific American სახარება შემდეგნაირად აღწერა: „გულომდგინედ დამუშავებული ტყუილი გონიერი დიზაინის შესახებ“ და „ძალიან სახალისო“. 2006 წელს, იგი ნომინირებული იყო „Quill Award-ზე“ ნომინაციაში - იუმორი, თუმცაღა არ გაუმარჯვია.[4] ჟურნალისტმა ვეინ ალენ ბრენანმა, ყოველკვირეულ გაზეთ „The Austin Chronicle-ში,“ წიგნი შემდეგნაირად დაახასიათა: „მნიშვნელოვანი კომიკური წვლილი, მეცნიერებისა და ცრურწმენებს შორის დაპირისპირების შესამსუბუქებლად“.[5] საიმონ საინმა, გაზეთ „The Daily Telegraph-ში“ დაწერე, რომ სახარება "შესაძლოა ოდნავ განმეორებადია... მაგრამ მთლიანობაში იგი ბრწყინვალე, გამომწვევი, მახვილგონივრული და მნიშვნელოვანი წიგნია".[6] საკუთარ წიგნში, „ღმერთის ილუზია“ (The God Delusion), ბიოლოგი რიჩარდ დოკინსი წერს: „მე ბედნიერი ვარ იმის ხილვით, რომ მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარების წიგნად გამოცემამ დიდი მოწონება დაიმსახურა“. ამავდროულად, კასეი ლასკინმა „Discovery Institute-ში“, რომელიც გონივრული თეორიის დამცველია, გამოაქვეყნა, რომ მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარება "არის ქრისტიანული ახალი აღქმის დაცინვა და მასხრად აგდება".[7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბობი ჰენდერსონი. მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარება. (2006). ISBN 0-8129-7656-8
  • ბობი ჰენდერსონი. მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარება (მყარი ყდით). (2006). ISBN 0-00-723160-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Boyles, Michael (2006-03-30). "A buffet of carbs for your soul". U. Pittsburgh: BOOK REVIEW (Financial Times Ltd.). Retrieved 28 January 2010. "The Gospel of the Flying Spaghetti Monster is a light and enjoyable read that takes a humorous approach to the Intelligent Design/Evolution debate, leaving neither side unscathed in the process."
  2. Vergano, Dan (2006-03-27). ""Spaghetti Monster" is noodling around with faith". USA Today Science & Space article. Retrieved 2007-02-05.
  3. Henderson, Bobby (2006). "The FSM Book". Church of the Flying Spaghetti Monster. Venganza.org. Archived from the original on 27 April 2010. Retrieved 2009-10-18.
  4. Henderson, Bobby (2006). "The FSM Book". Church of the Flying Spaghetti Monster. Venganza.org. Archived from the original on 27 April 2010. Retrieved 2009-10-18.
  5. Brenner, Wayne (2006-04-14). "The Gospel of the Flying Spaghetti Monster". The Austin Chronicle. Retrieved 2009-10-18.
  6. Singh, Simon (2006-09-03). "Was the world created by god, evolution or pasta?". The Daily Telegraph (London). Retrieved 28 November 2009.
  7. Luskin, Casey (2006-12-25). ""Celebrating" Christmas at the "Church of the Flying Spaghetti Monster"". Evolution News & Views (Discovery Institute). Retrieved 26 November 2009.