მუჰამედ ჯამალულ ალამ II
მუჰამედ ჯამალულ ალამ II | |
ამჟამინდელი თანამდებობა | |
---|---|
დაიკავა | 1906 |
წინამორბედი | ჰაშიმ ჯალილულ ალამ აღამადდინი |
მემკვიდრე | აჰმად ტაჯუდდინი |
დაბადებული | 1889 ბრუნეი |
გარდაცვლილი | 11 სექტემბერი, 1924 (35 წლის) |
მამა | ჰაშიმ ჯალილულ ალამ აღამადდინი |
დედა | პენგირან ისტერი ფატიმა |
მეუღლე | 2 მეუღლე |
შვილები | 6 ვაჟი და 4 ქალიშვილი |
რელიგია | ისლამი |
მუჰამედ ჯამალულ ალამ II ( Muhammad Jamalul Alam II ibni Sultan Hashim Jalilul Alam Aghamaddin; დ. 1889 — გ. 11 სექტემბერი, 1924) — ბრუნეის 26-ე სულთანი 1906 წლის 10 მაისიდან გარდაცვალებამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1889 წელს ისტანა კამპონგ აიერში, ბანდარ ბრუნეიში. იყო სულთან ჰაშიმ ჯალილულ ალამ აღამადდინის უფროსი ვაჟი.
ჯამალულ ალამი ტახტზე ავიდა 17 წლის ასაკში 1906 წლის მაისში მამის გარდაცვალების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ის ასევე გახდა ბრუნეის პირველი სულთანი, რომელიც ინგლისურად საუბრობდა[1]. ჯამალულ ალამი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმე გახდა, როგორიცაა ნედლი ნავთობის პირველი აღმოჩენა, რომელიც პირველად აღმოაჩინეს ქვეყანაში[2]. მისი მეფობის დროს ბრუნეის ყველაზე გაღატაკებული სახელმწიფოს იყო[3].
1909 წელს მან საკუთარი რეზიდენცია გადაიტანა თავის მიწაზე და მოგვიანებით წაახალისა ჩინელები დასახლდნენ ბრუნეიში კომერციული უნარებისთვის. მხოლოდ 1918 წლის 15 მაისს მას სულთნის წოდება მისცეს. მისი მეფობის დროს ქვეყანაში ოფიციალურად შემოიღეს ისლამური სამართალი. ეს ცნობილი იყო როგორც მუჰამედის კანონების ამოქმედება იგი დაინერგა 1912 წელს[4]. ჯამალულ ალმმა ასევე ხელი შეუწყო ისლამის შესწავლას და ააშენა მეჩეთი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იმ პერიოდში შემოსავალი არ იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს მეჩეთი განადგურდა ბრუნეის ქალაქების ინტენსიური დაბომბვის გამო.
მუჰამედ ჯამალულ ალამ II გარდაიცვალა მალარიისგან 35 წლის ასაკში 1924 წლის 11 სექტემბერს. იგი შეცვალა მისმა უფროსმა ვაჟმა აჰმად ტაჯუდდინმა. ორჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავდა 6 ვაჟი და 4 ქალიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Handbook of Asian Englishes
- ↑ World and Its Peoples: Eastern and Southern Asia, Volume 9
- ↑ The Brunei Constitution of 1959: An Inside History
- ↑ For Muslim Bruneians, Islamic law. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-08. ციტირების თარიღი: 2022-12-02.