მუხლთშორისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მუხლთშორისი

მუხლთშორისი (ლათ. internodium) — ღეროს (ყლორტის) მონაკვეთი ორ მომიჯნავე მუხლს (ფოთლების მიმაგრების ადგილს) შორის.[1] ფოთლების ძლიერ ახლოს განლაგებისას, მაგალითად ბაბუაწვერას, ზიზილას, მრავალძარღვას შემთხვევაში, მუხლთშორისები ძლიერ მოკლე და თითქმის შეუმჩნეველია.[2] ახალგაზრდა ღეროს მუხლთშორისები მოკლეა და მუხლები ერთმანეთთან დაახლოებულია; ღეროს ზრდასთან ერთად მუხლთშორისებიც გრძელდება.[1] ეს განპირობებულია მერისტემის მოქმედებით, რომელიც მდებარეობს ან მუხლთშორისის ძირში (მარცვლოვნები, მიხაკისებრნი), ან მის ზედა ნაწილში (ბაია, მრავალძარღვა).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 230.
  2. 2.0 2.1 Междоузлие // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 15 — М., 1974.