შინაარსზე გადასვლა

ზიზილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზიზილა

ზიზილას სახეობა (Bellis perennis), რომელიც საქართველოში იზრდება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Bellis

ზიზილა (ლათ. Bellis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ნიჩბისებრი ან უკუკვერცხისებრი ფოთლები და ერთკალათიანი საყვავილე ღერძი; კალათში განაპირა ყვავილები ენისებრია, მხოლოდ ბუტკოიანი და თეთრი, ვარდისფერი ან იშვიათად წითელი, შიგნითა — მილისებრი, ორსქესიანი და ყვითელი. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად — დაყოფით.

10 (15) სახეობა ველურად გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება მხოლოდ ერთი სახეობა — Bellis perennis. იგი გვხვდება მთელ საქართველოში — ზღვისპირა ზოლში მთის შუა სარტყლამდე და მთისწინებზე, ბაღებში, გზის პირებსა და დანაგვიანებულ ადგილებში. ბუთხუზაყვავილებიან ფორმებს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ კლუმბებისა და ბორდიურების გასაფორმებლად.