მუხის დიდი ხარაბუზა
იერსახე
მუხის დიდი ხარაბუზა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cerambyx cerdo acuminatus | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 4166 | |||||||||||||
|
მუხის დიდი ხარაბუზა (ლათ. Cerambyx cerdo acuminatus), მწერი ხარაბუზასებრთას ოჯახისა. ხოჭო შავია (ზედა ფრთების მეორე ნახევარი — წაბლისფერი); მისი სიგრძე 2,8—5 სმ აღწევს. მატლი თეთრია, სიგრძით 9 სმ. გავრცელებულია ყველგან, ძირითადად მუხის მავნებელია, იშვიათად აზიანებს წიფელს, იფანს, კაკალს, ვაშლსა და სხვა მცენარეებს. გამეჩხერებულ კორომებში, ხის ღეროებსა და ტოტებზე ხოჭო 100—150 კვერცხს დებს. 3 წელიწადში ერთ თაობას იძლევა. ზიანი მოაქვს მატლის ფაზაში, იკვებება ლაფნითა და მერქნით.
ბრძოლის ღონისძიებანი: სატყეო-სამეურნეო და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება; ლაფნის დაზიანებისას ქლოროფოსისა და სხვა საშუსლებების შესხურება; მატლის სავალებში დიქლორეთანისა და პარადიქლორბენზოლის ხსნარის (5 კუბ. სმ) ინიექცია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუხაშავრია ა., ქსე, ტ. 7, გვ. 229, თბ., 1984