შინაარსზე გადასვლა

მუტე ეგედე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუტე ეგედე
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1987(1987-03-11) (37 წლის)
დაბადების ადგილი ნუუკი
მოქალაქეობა დანიის სამეფო

მუტე ეგედე (დ. 11 მარტი, 1987)[1]გრენლანდიელი პოლიტიკოსი, რომელიც 2021 წლის აპრილიდან გრენლანდიის მეშვიდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს.[2] 2015 წლიდან არის ინაცისარტუტის წევრი, ხოლო 2018 წლიდან ხალხის გაერთიანების პარტიის თავმჯდომარე.[3][4] იგი გამოდის გრენლანდიის დანიიდან დამოუკიდებლობის წინადადებით[5] და მონაწილეობდა დამოუკიდებელი გრენლანდიის კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში.

ეგედე დაიბადა ნუუკში, თუმცა გაიზარდა სამხრეთ გრენლანდიის ქალაქ ნარსაკში. მან დაასრულა ქაქორტოქის გიმნაზია, შემდეგ 2007 წლიდან სწავლობდა გრენლანდიის უნივერსიტეტში კულტურისა და სოციალური ისტორიის ფაკულტეტზე. 2011-2012 წლებში იყო გრენლანდიის აკადემიური სტუდენტური საზოგადოების „კისაქის“ ვიცე-თავმჯდომარე.[1] მან ვერ დაასრულა სწავლა, რადგან 2013 წელს უნივერსიტეტი მიატოვა, რათა მამამისის მიერ მართული საოჯახო საკვების კომპანიის მართვა გადაებარებინა.[6][4]

2007 წელს ეგედე იყო გრენლანდიის ახალგაზრდული პარლამენტის „ინუუსუთუთ ინაცისარტუის“ წევრი,[4] ხოლო 2013 წლიდან 2015 წლამდე იყო „ინუუსუთუთ ატაქატიგიიტის“ ხალხის გაერთიანების პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე.[1][4]

2015 წლის დანიის საყოველთაო არჩევნებში ეგედე იყო ხალხის გაერთიანების პარტიის კანდიდატი ფოლკეტინგში.[7] მან მიიღო 2 131 ხმა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად.[8]

2016 წლიდან 2018 წლამდე ეგედე მუშაობდა ნედლეულისა და შრომის ბაზრის მინისტრად, სადაც პარალელურად 2017 წელს სამი თვის განმავლობაში, ასრულებდა კომუნების, დასახლებების, გარე რაიონების, ინფრასტრუქტურისა და საბინაო მეურნეობის მინისტრის მოვალეობას.[4]

2018 წლის 1 დეკემბერს აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, სადაც მან სარა ოლსვიგი ჩაანაცვლა.[4] მან პარტიას 2021 წლის გრენლანდიის საყოველთაო არჩევნებზე გაამარჯვებინა, სადაც პარტიამ ხმების 36,6 %-ით პარლამენტში უმსხვილესი პარტიის სტატუსი მოიპოვა.[6] 3 380 ხმით ეგედე იყო კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, დაახლოებით 1 500-ით მეტი, ვიდრე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, სიუმუტის პარტიის წარმომადგენელმა კიმ კილსენმა.[9] 16 აპრილს გამოცხადდა, რომ პარტიამ კოალიცია შექმნა ნალერაქთან ერთად 10-წევრიანი მთავრობით. ატასუტმა, რომელსაც ორი ადგილი აქვს, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ შევიდოდა დამოუკიდებლობის მომხრე კოალიციაში, მხარს დაუჭერდა კოალიციას.[10] ეგედე არის გრენლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი.[11] იგი პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა 23 აპრილს.[2]

მან ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა 2022 წლის აპრილში.[12]

ეგედე არის ხალხის გაერთიანების პარტიის თავმჯდომარე, რომელიც გრენლანდიის დემოკრატიულ-სოციალისტური პოლიტიკური პარტიაა.[13] პარტიის მსგავსად, ეგედეც გრენლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერია.[4]

ეგედეს ჰყავს ორი შვილი თავის ყოფილ პარტნიორთან.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 CV – Múte B. Egede da. Inatsisartut. ციტირების თარიღი: July 17, 2020
  2. 2.0 2.1 Hyldal, Christine. (April 23, 2021) Múte Egede er ny formand for Naalakkersuisut da. Kalaallit Nunaata Radioa. ციტირების თარიღი: April 23, 2021
  3. Grønlandske IA vælger ny formand da. Altinget (December 3, 2018). ციტირების თარიღი: July 17, 2020
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Veirum, Thomas Munk. (December 1, 2018) Múte B. Egede er ny IA-formand da. Kalaallit Nunaata Radioa.
  5. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი დანიისგან დამოუკიდებლობას ითხოვს ka. ghn.ge (იანვარი 4, 2025).
  6. 6.0 6.1 Ildor, Astrid. (April 7, 2021) En alvorlig, ung mand står til at blive Grønlands yngste regeringsleder da. DR. ციტირების თარიღი: April 8, 2021
  7. Dam, Camilla. (May 27, 2015) Múte B. Egede stiller op til Folketingsvalget da. Kalaallit Nunaata Radioa. ციტირების თარიღი: July 17, 2020
  8. Resultater for valg.gl – Valg.gl da. valg.gl. ციტირების თარიღი: July 17, 2020
  9. Synnestvedt, Anne Meisner. (April 8, 2021) Muté B. Egede er den største stemmesluger, og Kielsen halser efter da. Kalaallit Nunaata Radioa. ციტირების თარიღი: April 8, 2021
  10. Greenland's left-wing IA party forms new government, vows to block rare-earth mine (2021-04-16). ციტირების თარიღი: 2021-04-18
  11. Her er Mútes Naalakkersuisut da.
  12. Nyt Naalakkersuisut: Siumut får fiskeri og udenrigsanliggender da. ციტირების თარიღი: 2022-08-10
  13. Left-wing party which opposes major mining project wins Greenland general election (7 April 2021).