მურჯიკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურჯიკანი — ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახალქალაქიდან 6-7 კილომეტრის დაშორებით, დასავლეთით, ზედ ხევის პირზე. აქ ჩადის მდინარე ფარავანი (ახალქალაქის წყალი), ნასოფლარი ადვილად შესამჩნევია. აქვეა მოზრდილი, წითელი ფერის ქვით ნაგები ეკლესია, რომელიც კარგად არის დაცული, ჩამოქცეულია მხოლოდ კამარა. მურჯიკანი განთქმულია თავისი უხვი მოსავლით. სოფლიდან არიან სოფელ ბარალეთში ამჟამად მცხოვრები მურჯიკნელები. მურჯიკანის ამჟამინდელი ტერიტორია ეკუთვნის სოფელ პტენას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი გოგოლიძე, გაზეთი „ლიტერატურული მესხეთი“, № 4-5, 15 სექტემბერი, 2020, გვ. 19