მურსილი I
Jump to navigation
Jump to search
მურსილი I — ძველი ხეთური სამეფოს ერთ-ერთი მმართველი, შვილიშვილი (თუ შვილობილი) და მემკვიდრე ხათუსილი I-ისა, მცირე აზიის მრავალი ოლქის დამორჩილების შემდეგ მურსილიმ დაარბია ხალაფი (ჰალაბი), დაამარცხა ხურიტები და დაანგრია ქ. ბაბილონი (ძვ. წ. 1595). მოკლეს ხათუსაში სამეფო კარის ინტრიგების შედეგად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 202, თბ., 1984 წელი.
|