მურსილი II
იერსახე
მურსილი II — ახალი ხეთური სამეფოს ერთ-ერთი მმართველი, სუფილულიუმა I-ის ძე.ფართო დაპყრობითი პოლიტიკის შედეგად მიაღწია ხათის გაბატონებას მცირე აზიის ძირითად პოლიტიკურ გაერთიანებებზე (ქასქების ტომები, ხაიასა, არცავა) და ჩრდილოეთ სირიის სამთავროებზე (ჰალაბი, ამურუ, ქარხემიში და სხვ.). ჩვენამდე მოაღწია „ანალებმა“, „ლოცვებმა“ და სხვა ხასიათის ტექსტებმა, რომლებიც მას მიეწერება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.
|