მტკვრის ესპარცეტი (ლათ. Onobrychis cyri) — 30-60 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მიტკეცილგაფანტულბეწვიანი. ღერო მრავალია, სწორად მდგომი, ძირიდანვე დატოტვილი. ფოთოლაკებიოვალურია, მოგრძო ოვალური ან ლანცეტახაზური, მობლაგვო ან წვეტიანი, ზედა მხარე შიშველი, ქვედა – მოკლე და გაფანტულბეწვიანი. ყვავილედი 5-8 სმ-მდე სიგრძის, აყვავებამდე -ქოჩრიანი. გვირგვინი მუქი ვარდისფერია. იზრდება მთის ქვედა სარტყელში მშრალ, ქვიან ფერდობებზე. გავრცელებულია თბილისის მიდამოებში, თრიალეთის ქედზე და კახეთში. კავკასიის ენდემია.