მრავალფარფლიანები
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მრავალფარფლიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Polypterus | ||||||||||||
|
მრავალფარფლიანები (ლათ. Polypterus) — თევზების გვარი მრავალფარფლიანისებრთა ოჯახისა. აქვთ 14-16 ფარფლი, წაგრძელებული სხეული (სიგრძე 120 სმ-მდე), გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებული, სხეული დაფარულია ქერცლით. საცურაო ბუშტი ასრულებს „ფილტვის“ როლს. მრავალფარფლიანები წყლის ზედაპირზე ამოდიან და ჰაერს ყლაპავენ. ატმოსფერული ჰაერის გარეშე 2-3 საათში იღუპებიან. გვარში 10 სახეობაა. ბინადრობენ აფრიკის მდინარეთა წყნარ ყურეებსა და ტბების ლაგუნებში. იკვებებიან წვრილი თევზებით და უხერხემლო ცხოველებით. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. ხორცი გემრიელია. ზოგი სახეობა სააკვარიუმოა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 163.