შინაარსზე გადასვლა

საერთაშორისო ენა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მსოფლიო მნიშვნელობის ენა)

საერთაშორისო ენაენა, რომელსაც იყენებს ხალხის მნიშვნელოვანი რაოდენობა კომუნიკაციისთვის. ამავე მნიშვნელობით გამოიყენება ასევე ტერმინი მსოფლიო მნიშვნელობის ენა. ტერმინი გულისხმობს ასევე ე. წ. ხელოვნურ ენებს, მაგალითად ესპერანტოს . XVII-XVIII საუკუნეებში იყო ხელოვნური დამწერლობის შექმნის მცდელობაც.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე გავრცელებული საერთაშორისო ენა ინგლისური გახდა.

საერთაშორისო ენათა ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკურ სამყაროში საერთაშორისო ენად ძველი ბერძნული ითვლებოდა, შემდეგ ლათინური. XVI—XVII საუკუნეებში, როგორც საერთაშორისო ენა ევროპაში გამოიყენებოდა ესპანური. XVIII საუკუნის დასაწყისში კი ფრაგნული გახდა ევროპის საერთაშორისო ენა. XIX საუკუნეში დიდი უპირატესობა მიენიჭა გერმანულს, პარალელურად კი ვითარდებოდა ინგლისური და ესპანური ენები, რადგან ინგლისსა და ეპანეთს იმ დროისთვის ბევრი კოლონია ჰქონდათ მთელ მსოფლიოში. XX საუკუნის ნახევარში ინგლისური ენა საბოლოოდ დამკვიდრდა, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ენა. სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში უმთავრეს საერთაშორისო ენად რუსული ითვლებოდა. რუსული სოციალისტური ქვეყნების ყველა სკოლაში ისწავლებოდა.

მსოფლიო მნიშვნელობის ენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე საერთაშორისო ენებია:

რანგი ენა მშობლიური მეორე საერთო რიცხვი
1 ინგლისური ენა 340 მილიონი 1 მილიარდამდე 1 340 მილიონამდე
2 ესპანური ენა 330 მილიონი 20 მილიონამდე 350 მილიონამდე
3 არაბული ენა 240 მილიონი 40 მილიონამდე 280 მილიონამდე
4 რუსული ენა 145 მილიონი 110 მილიონამდე 255 მილიონამდე
5 გერმანული ენა 120 მილიონი 80 მილიონამდე 200 მილიონამდე
6 პორტუგალიური ენა 176 მილიონი 30 მილიონამდე 206 მილიონამდე
7 ფრანგული ენა 80 მილიონი 390 მილიონამდე 470 მილიონამდე

გაეროს ოფიციალური ენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისური, ესპანური, რუსული, არაბული, ფრანგული - გაერო–ს ოფიციალური ენებია[1]. ამათ გარდა, გაერო–ს ოფიაციალურ ენად ჩინურიც ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ენა არ არის.

საერთაშორისო ენათა რუკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკებზე ნაჩვენებია საერთაშორისო ენებისს გავრცელების არეალები:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]