სალამურები (ლათ.Petromyzones) — ხერხემლიანების ქვეკლასი მრგვალპირიანთა კლასისა. სახელწოდება წარმოდგება სალამურთან მათი მსგავსების გამო — გველივით წაგრძელებულ სხეულზე, თვალების უკან აქვთ ლაყუჩების 7-7 ხვრელი. მათი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს. მრავლდება მდინარეში. ცნობილია 30-მდე სახეობა.გავრცელებულია ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ წყლებში და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აუზში.