მოქცევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოქცევის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მოქცევის ნამოსახლარის ზედა კიდეში, მცირე შემაღლებაზე, ეკლესიის ნანგრევია დაცული. ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთი კუთხე და ჩრდილოეთი კედელი. ეკლესია ნაგებია საშუალო ზომის ერთმანეთთან კარგად მორგებული თლილი, ქვიშაქვის წყობით, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. კედლების ჟანგმოკიდებული, ოხრისფერი თბილი შეფერილობის მეშვეობით, მისი რუინებად ქცეული სხეული, შორიდანვე იპყრობს ყურადღებას.

ეკლესია დარბაზულია, რომელიც აღმოსავლეთით აფსიდით სრულდებოდა. ამჟამად აფსიდის მომრგვალებული კედლის დიდი ფრაგმენტი მიწაზეა გადაქცეული. ინტერიერში დარბაზი ერთი წყვილი ჩამოკიდული ნახევარპილასტრით ორ ნაწილად იყოფოდა. ნახევარპილასტრი მძლავრია, მომრგვალებული ძირი ტალღოვანი ნახევარწრეებით არის დამუშავებული კაპიტელი პროფილირებულია. დაცულია ჩრდილოეთის შესასვლელის ღიობი. ეკლესიის შემორჩენილი ფრაგმენტები მის განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებაზე მეტყველებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12161