მოქმედების პოტენციალი
იერსახე
მოქმედების პოტენციალი — აგზნების ტალღა, რომელიც ცოცხალი უჯრედის მემბრანაში მემბრანული პოტენციალის ხანმოკლე ცვლილების სახით გადაადგილდება აგზნებული უჯრედის (ნეირონის ან კარდიომიოციტის) მცირე უბანზე, რის შედეგადაც ამ უბნის გარეთა ზედაპირი მემბრანის შიდა ზედაპირთან შედარებით უარყოფითად დამუხტული ხდება, მაშინ როცა არააგზნებულ მდგომარეობაში იგი დადებითად დამუხტულია. მოქმედების პოტენციალი ნერვული იმპულსის ფიზიოლოგიური საფუძველია.