მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (პოვარსკი)
მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′11″ ჩ. გ. 37°35′49″ ა. გ. / 55.75306° ჩ. გ. 37.59694° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1676-1679 |
მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (რუს. Церковь Симеона Столпника) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის არბატის რაიონში. ეკლესია აგებულია მეფე თედორე III-ის მიერ.
მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე. ეგვტერები კი სვიმეონ მესვეტისა და დიმიტრი როსტოველის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხის ეკლესია ამ ადგილზე იდგა ჯერ კიდევ 1625 წელს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად იგი აკურთხეს ბორის გოდუნოვის ჯვრისწერის წლისთავზე, რადგან იგი დაემთხვა სვიმეონ მესვეტის ხსენების დღეს.
ქვის ეკლესია ააგეს 1676 წელს მეფე თედორე ალექსის ძის ბრძნების საფუძველზე. ეკლესიას ჰქონდა ხუთი გუმბათი, სატრაპეზო, სამრეკლო და ორი ეგვტერი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე იყო ნაკურთხი, ეგვტერები სიმეომ მესვეტისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. უკანასკნელი ეგვტრი 1759 წელს აკურთხეს დიმიტრი როსტოველის სახელზე.
შენობის კედლებში შემონახულია თეთრი ქვის XVII-XVIII საუკუნეების საფლავის ქვები.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია დახურეს და 1930 წელს პრაქტიკულად დანგრევამდე მიიყვანეს. აპირებდნენ მის დანგრევას მაგრამ საზოგადოებამ იგი დანგრევას გადაარჩინა. 1966-1968 წლებში მიმდინარეობდა მისი მასშტაბური რესტავრაცია, რომლის შედეგადაც აღადგინეს ტაძარი.
1968 წელს ტაძარი გადაეცა რუსეთის ბუნების დაცვის საზოგადოებას და მასში განათავსეს მცირე ცხოველებისა და ფრინველების საგამოფენო დარბაზი.
1992 წელს სვიმეონ მესვეტის ეკლესია გადაეცა მოსახატად ახალგაზრდებს.
ტაძარი პოპულარული იყო მოსკოვის ინტელიგენციაში. 1801 წელს აქ ჯვარი საიდუმლოდ დაიწერეს გრაფმა ნიკოლოზ შერემეტიევმა და მსახიობმა პრასკოვია ჟემჩუგოვამ. აქვე 1816 წელს იქორწინეს მწერლამა სერგეი აქსაკოვმა და ოლღა ზაპლატინამ, სუვოროვის გენერალ ზაპლატინის შვილმა. 1918 წელს აქ ჯვარი დაიწერა მიხეილ ბულგაკოვის მომავალმა ცოლმა ელენა ნიურენბერგმა თავის პირველ ქმარზე.