მოსკოვის სამების ტაძარი (კარაჩაროვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის სამების ტაძარი
მოსკოვის სამების ტაძარი (კარაჩაროვო) — რუსეთი
მოსკოვის სამების ტაძარი (კარაჩაროვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°43′53″ ჩ. გ. 37°43′56″ ა. გ. / 55.73139° ჩ. გ. 37.73222° ა. გ. / 55.73139; 37.73222
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735747000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქის ნიჟეგოროდის რაიონში. ტაძარს აქვს არქიტექტურის ძეგლის სტატუსი[1].

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე. ეგვტერები ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულისა“ დანიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარმა სახელწოდება მიიღო ყოფილ სოფელ კარაჩაროვოდან, რომელიც ცნობილია XVI საუკუნიდან, სოფელმა კი თავის მხრივ სახელი მიიღო მისი პირველი მფლობელების გვარის მიხედვით. სოფლის მფლობელები იყვნენ თავადი კარაჩაროვები. არეულობის ხანის შემდეგ სოფელი მიატოვეს და მიწის მფლობელი გახდა ვ. ი. სტრეშნევი. სოფელი კვლავ დასახლებული გახდა. სოფლის ტერიტორიაზე ამ პერიოდში ააშენეს ორი კოშკური ეკლესია სამი მამამთავრის სახელზე და ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. 1661 წელს კარაჩაროვოს მიწის მფლობელი გახდა ანდრონიკოვის მონასტერი. 1774 წელს ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის ადგილზე ააგეს ქვის ეკლესია, მაგრამ მთავარი საკურთხეველი ახლა უკვე აკურთხეს ყოვლადწმინდა სამების სახელზე. სამი მამამთავრის სახელობის ეკლესია 1773 წლისათვის უკვე აღარ მოქმედებდა. 1782 წელს ტაძარს მიაშენეს ეგვტერი ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ეკლესია განაახლეს და გადაკეთეს 1904-1905 წლებში.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია დახურეს. ეკლესიას მოხსნეს გუმბათი, დაშალეს სამრეკლო. ტაძრის შენობაში განათავსეს ექსპერიმენტლურ-მექანიკური საამქრო. საამქრო 1978 წელს უკვე აღარ მუშაობდა, ტაძრის შენობა მიატოვეს და ნელ-ნელა იშლებოდა. 1980 წელს ტაძრის შენობაში განათავსეს მოქანდაკის სახელოსნო, რამაც გამოიწვია შენობის ინტერიერის რემონტი. ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1992 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 4. — С. 316 — 318. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Решение Президиума Моссовета от 30.07.1992 № 84 «О ПАМЯТНИКАХ ИСТОРИИ И КУЛЬТУРЫ Г. МОСКВЫ»