მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (ტროპარიოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (ტროპარიოვო) — რუსეთი
მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (ტროპარიოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°39′21″ ჩ. გ. 37°28′45″ ა. გ. / 55.65583° ჩ. გ. 37.47917° ა. გ. / 55.65583; 37.47917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710104000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (რუს. Храм Архангела Михаила в Тропарё) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ტროპარიოვო-ნიკულინოს რაიონში.

მას შემდეგ, რაც იგი დაუბრუნდა მრევლს, გახდა საპატრიარქო მეტოქი.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქაელ მთავარანგელოზის ხის ტაძარი სოფელ ტროპარიოვოში ორჯერ გადააკეთეს, უკანასკნელად 1669 წელს. XVII საუკუნის ბოლოს დამწვარი ხის ეკლესიის ადგილზე დაიწყეს ქვის ტაძრის მშენებლობა, რომელიც დაასრულეს 1694 წელს. ტაძარი ააშენეს ნოვოდევიჩის მონასტრის ფინანსებით, რომელსაც მაშინ ეკუთვნოდა სოფელი ტროპარიევო. ტაძროს პროექტის ავტორის შესახებ ზუსტი მონაცემები ისტორიულ დოკუმენტებს არ შემოუნახავს. 1694 წლის 25 ოქტომბერს დაამზადეს ოდიკი. 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის შედეგად ტაძარი უმნიშვნელოდ დაზარალდა. 1823 წელს ეკლესია გაარემონტეს.

1939 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. გალავანი დაანგრიეს (დატოვეს მხოლოდ ჭიშკარი), ეკლესიის შიდა აღჭურვილობა განდგურდა, სამრეკლო მოანგრიეს. 1960-იან წლებშიშენობაში განათავსეს „მოსფილმის“ დეკორაციების საწყობი.1970-იან წლებში ტაძრის ფასადი გაარემონტეს.

1988 წელს რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავთან დაკავშირებით გამოვიდა მოსკოვის ხელისუფლების დადგენილება, რომლის მიხედვითაც მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია გამოსაყენებლად გადასცეს მოსკოვის საპატრიარქოს. გადაწყვეტილება მაშინვე არ შესრულებულა, შენობა კვლავ ეკავა მოსკოვის სამხატვრო კომბინატს. ტაძრის კურთხევა შედგა 1989 წლის 23 თებერვალს.

მომავალ წლებში ააშენეს ეკლესიის მსახურთათვის სახლი, სანათლავი ტაძარი და ბიბლიოთეკა, საკვირაო სკოლა, საეკლესიო ჭურჭლის მაღაზია აღმოსავლეთ მხარეს დააყენეს სამახსოვრო ნიშანი, რომელზეც ჩამოთვლილი იყო სოფელ ტროპარიევოს იმ ადამიანების სია, რომლებიც დაიღუპნენ დიდ სამამულო ოში.

ეკლესიის ტერიტორიაზე ააშენეს წმინდა ვიტალის სამლოცველო, სადაც დილის მსახურების შემდეგ იწყებოდა პანაშვიდები.

ტაძრის დღესასწაულები არის:

  • 23 თებერვალი - წმინდა ხარლამპის ხსენების დღე.
  • 14 აგვისტო - შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა.
  • 19 სექტემბერი - ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონა.
  • 21 ნოემბერი - მთავარანგელოზობა. კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]