მოსკოვის მაქსიმე მოსკოველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის მაქსიმე მოსკოველის ეკლესია
მოსკოვის მაქსიმე მოსკოველის ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის მაქსიმე მოსკოველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′08″ ჩ. გ. 37°37′38″ ა. გ. / 55.75222° ჩ. გ. 37.62722° ა. გ. / 55.75222; 37.62722
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737741000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIV საუკუნე

მოსკოვის მაქსიმე მოსკოველის ეკლესია (რუს. Церковь Максима Исповедника) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში, ვარვარკის ქუჩაზე კიტაი-გოროდში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ატარებს XV საუკუნის დასაწყისში მოღვაწე რუსი წმინდანის მაქსიმე მოსკოველის სახელს. იგი დაკრძალეს 1434 წელს ვარვარკაში ეკლესიის ახლოს, რომელიც ადრე ნაკურთხი იყო ბორისისა და გლების სახელზე. 1547 წელს მაქსიმე მოსკოველი წმინდანად შერაცხეს. XVII საუკუნეში ხანძრის შემდეგ საფუძველი ჩაუყარეს ახალ, ქვის ეკლესიას, რომლის ძირითადი საკურთხეველი აკურთხეს მაქსიმეს სახელზე.

ეკლესია ძლიერ დაზარალდა მოსკოვის ხანძრის დროს 1676 წელს და ამის შემდეგ განაახლა დედოფალმა ნატალია ნარიშკინამ - იმპერატორ პეტრე I დიდის დედამ.

ტაძრის ახალი შენობა, რომელიც ააგეს 1698-1699 წლებში კოსტრომელი ვაჭრის მ. შაროვნიკოვისა და მოსკოველი მ. ვერხოვიტინოვის ფინანსებით, მოიცავდა 1568 წელს აგებულ ამავე სახელწოდების ტაძარს.

1737 წლის ხანძრის შემდეგ ტაძარი კაპიტალურად განაახლეს ბაროკოს სტილში, რომელიც კიტაი-გოროდისათვის და ძველი მოსკოვური არქიტექტურისათვის არ ყოფილა დამახასიათებელი.

1827-1829 წლებში ძველი სამრეკლოს ადგილზე ააშენეს ახალი ორსართულიანი სამრეკლო ბაროკოს სტილში.

ტაძარი გეგმით სწორკუთხაა. ტაძარში და სატრაპეზოში შემონახულია XVIII-XIX საუკუნის კედლის მხატვრობა.

1920-იან წლებში ტაძრის რეგენტი იყო ახალგაზრდა ბერი პლატონი, რომელიც შემდეგ გახდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი.

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი 1930-იან წლებში დახურა. 1965-1969 წლებში მიმდინარეობდა რესტავრაცია. ღვთისმსახურება განახლდა მხოლოდ 1994 წელს და ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ დღესასწაულების პერიოდში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Найденов Н. А. Москва. Соборы, монастыри и церкви. Ч. I: Кремль и Китай-город. М., 1883, N 28

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]