შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის თავისუფალი თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოსკოვის თავისუფალი თეატრი (რუს. Московский Свободный театр) — თეატრი მოსკოვში, რომელიც კოტე მარჯანიშვილმა 1913 წელს დააარსა მოსკოვში, როგორც თეატრი, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა სასცენო ხელოვნებას. თეატრი გაიხსნა ვ. პ. და ე. მ. სუხოდოლსკების სახსრებით და ფუნქციონირებდა ბაღში „ერმიტაჟი“. მან მხოლოდ ერთი სეზონი იარსება — 1913 წლის 21 ოქტომბრიდან 1914 წლის 2 მაისამდე. თეატრის დახურვის მიზეზების ძირითად ვერსიად მიიჩნევა ფინანსური პრობლემები და მარჯანიშვილისა და კომერციულად განწყობილი ანტრეპრენიორის - ვ. ვ. სუხოდოლსკის კონფლიქტი.

ვიკიციტატა
„მარჯანიშვილმა გადაწყვიტა შექმნას თეატრი - დღესასწაული, ოცნებობს ხორცი შეასხას სინთეზური თეატრის იდეას, აღზარდოს უნივერსალური მსახიობები, რომლებიც ერთდროულად მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, დრამატულ და პანტომიმურ წარმოდგენებში. „თავისუფალ თეატრში“ დადმგული სპექტაკლებით - მოდესტ მუსორგსკის ოპერა „სოროჩინის ბაზრობა“, ჟაკ ოფენბახის ოპერეტა „მშვენიერი ელენე“, არტურ შნიცლერ-დონანის „პიერეტას საბურველი“, ბენრიმო და საბელტონის „ყვითელი კოფთა“ და ალფონს დოდეს „არლეზიანელი ქალი“ (კომპოზიტორი ჟორჟ ბიზე), იგი თითქმის მიუახლოვდა საკუთარ ჩანაფიქრს. რამოდენიმე ხნის შემდეგ „თავისუფალი თეატრის“ ბაზაზე ალექსანდრე ტაიროვი ქმნის „კამერულ თეატრს“.[1]

თეატრის შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრში თამაშობდნენ მსახიობები: ა. კოონენი, ო. გოლუბევა, ნ. მონახოვი, ნ. ასლანოვი, ტ. პავლოვა. მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო კ. სარაჯევი, მხატვრები: კ. ა. სომოვი, ვ. ა. სომოვი, ა. ა. არაპოვი

  • Крыжицкий Г. К. А. Марджанов и русский театр. — М., 1958. — С. 85—103.
  • Монахов Н. Ф. Повесть о жизни. — Л.; М., 1961.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]