მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი
მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°48′01″ ჩ. გ. 37°44′03″ ა. გ. / 55.80028° ჩ. გ. 37.73417° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ივან ეგოტოვი |
თარიღდება | XIV საუკუნე |
მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (რუს. Храм Ильи Пророка) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პრეობრაჟენსკოეს რაიონში.
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ჯვართამაღლების სახელზე, ხოლო ეგვტერები ელია წინასწარმეტყველისა და ალექსის, მოსკოვის მიტროპოლიტის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელია წინასწარმეტყველის ტაძრის დაარსება განუყოფლად არის დაკავშირებული სოფელ ჩერკიზოვოს დაარსებასთან, რომელშიც იგი ააგეს XIV საუკუნეში. სოფელმა სახელი მიიღო მისი მფლობელისაგან, ოქროს ურდოს უფლისწულის სერკიზისაგან, რომელიც მონათვლის შემდეგ გახდა ივანე სერკიზოვი. ივანე სოფელს მცირე ხნით ფლობდა და შემდეგ იგი გაყიდა ასევე ოქროს ურდოელ ილია ოზაკოვზე, რომელიც ძალიან მორწმუნე კაცი იყო. სწორედ მან ააგო XIV საუკუნეში სოფელ ჩერკიზოვოში ეკლესია თავისი მფარველი ანგელოზის ელია წინასწარმეტყველის სახელზე.
წმინდა ელიას ეკლესია მდებარეობს მდინარე სოსენკის ნაპირზე, რომლის დიდი ნაწილიც ამჟამად მოქცეულია მილებში.
ილია, თავის ძმა სერგისთან ერთად იყვნენ ალექსი მიტროპოლიტის მსახურებს შორის, რომელიც მიტოპოლიტი იყო 1354-1378 წლებში. სწორედ ალექსიმ იყოდა სოფელი ჩერქეზოვო 1378 წელს. მოგვიანებით ეს შენაძენი განამტკიცა მთავარ ვასილის (1425-1462 წწ.) წყალობის სიგელმა. ამის შემდეგ მოხდა ჩერქიზოვოში საპატრიარქო რეზიდენციის ჩამოყალიბება, ხოლო მოგვიანებით ინოკენტი ვენიამინოვის დროს რეზიდენცია გაიზარდა და განაშენიანდა.
1689-1690 წლებში დამწვარი ხის ეკლესიის ადგილზე ააგეს ქვის ტაძარი, რომელიც აკურთხეს 1690 წლის 18 ივნისს. ტაძარში იყო ალექსი მიტროპოლიტის სახელობის ეგვტერი, სატრაპეზო და სამრეკლო[1] . XIX საუკუნეში ილიას სახელობის ეკლესია ორჯერ გადააკეტეს. პირველი გადაკეთების შემდეგ 1821-1825 წწ. ეკლესია გარკვეული ხანი ხუთგუმბათიანი იყო. შემდეგი სერიოზული რეკონსტრუქცია გაიმართა XIX საუკუნის დასასრულს, ეკლესიის წინამძღვარ მამა პავლეს ინიციატივით. ეკლესიის რეკონსტრუქციისა და ახალი სამრეკლოს მშენებლობის გეგმა დაამტკიცეს 1888 წელს. 1890-იან წლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ეკლესია ხელახლა აკურთხეს.
ილიას ეკლესიას გარს აკრავს სასაფლაო, რომელიც მოსკოვში ყველაზე ძველია. ეს ის ისტორიული სასაფლაოა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ზარალი არ მისდგომია. 1861 წელს აქ დაასაფლავეს მოსკოველი ასკეტი ივან კორეიშა[2].
მეორე მსოფლიო ომის დროს მორწმუნეებმა შეაგროვეს ერთი მილიონი რუბლი თვითმფრინავის ასაგებად და იგი გაუგზავნეს სტალინს, რომელმაც მათ მადლობის წერილი გაუგზავნა. ეკლესია კი გადაურჩა საბჭოთა მმართველობის მძიმე წლებს. XX საუკუნის შუა წლებისთვის ეკლესიაში მიჰქონდათ ხატები მეობელი გაუქმებული ეკლესიებიდან. ეკლესიის წინამძღარი ამ პერიოდში იყო პავლე ცვეტკოვი.
2011 წლის 30 დეკემბერს ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი საბა - რუსეთს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт храма Илии Пророка в Черкизове
- Храм Илии Пророка в Черкизове на russian-church.ru
- Храм Илии Пророка в Черкизове на sobory.ru
- Черкизовское кладбище (вокруг храма) на Russian
Necropolis Gallery