შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის ალექსანდრე ნეველის ტაძარი (პოკროვსკის თავშესაფარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ალექსანდრე ნეველის ტაძარი
მოსკოვის ალექსანდრე ნეველის ტაძარი (პოკროვსკის თავშესაფარი) — რუსეთი
მოსკოვის ალექსანდრე ნეველის ტაძარი (პოკროვსკის თავშესაფარი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′52″ ჩ. გ. 37°41′43″ ა. გ. / 55.78111° ჩ. გ. 37.69528° ა. გ. / 55.78111; 37.69528
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710448000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

მოსკოვის ალექსანდრე ნეველის ტაძარი (რუს. Храм Александра Невского) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში, ბაკუნინის ქუჩა 81/55-ში.

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ალექსანდრე ნეველის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მოსკოვის ალექსანდრე ნეველის ტაძარი დაარსდა 1858 წელს პოკროვსკის თავშესაფარში. ახლადდაარსებულ ტაძარს კი უწოდეს ალექსანდრე ნეველის სახელი. წლის ბოლოსთვის ეკლესია აკურთხა მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტმა ფილარეტმა (დროზდოვი). 1883 წელს შენობა გააფართოვეს. ტაძარს მიაშენეს ეგვტერი, რომელიც აკურთხეს ქსენია პეტერბურგელის სახელზე. ეგვტერი 7 ნოემბერს აკურთხა მოსკოვისა და კოლომენის პატრიარქმა ინოკენტმა (ბენიამინოვი). ქსენია იყო იმპერატორ ალექსანდრე III-ის ქალიშვილი, რომელიც წმინდანად შერაცხეს 1988 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე.

საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში თავშესაფარი დახურეს. 1920 წელს მისი შენობა ეკლესიასთან ერთად გადაეცა ხალხს. თავშესაფრის შენობას იყენებდნენ საცხოვრებლად, აქვე განათავსეს ტექნიკუმი, ფაბრიკის საამქრო და ასევე ტექნო-სავაჭრო ცენტრი. 1998 წელს თავშესაფარი ეკლესიასთან ერთად მიაწერეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარს. ამავე წელს ტაძარში დაარსდა საპატრიარქო მეტოქი.

ამჟამად სადღესასწაულო დღეებში ტაძარში მიმდინარეობს ლიტურგია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ტაძრის წინამძღვარია არქიმანდრიტი დიონისე (შიშიგინი). ტაძარზე მიბმულ შენობაში განთავსებულია საკვირაო სკოლა და მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობის მაღაზია. ტაძრის დღესასწაულია ალექსანდრე ნეველის ხსენების დღე - 6 დეკემბერი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]