შინაარსზე გადასვლა

მოსევადება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფისტოლეტი მოსევადებული ლითონის ზედაპირით.

მოსევადება — ნახშირბადოვანი ან მცირედ ლეგირებული ფოლადისა და თუჯის დეტალების ზედაპირზე რკინის ჟანგეულების ( და სხვ.) 1–10 მკმ სისქის ფურჩის მიღება. მოსევადებას იყენებენ დეკორაციული მოპირკეთებისათვის. მოსევადების შედეგად წარმოქმნილი ფურჩის დამცავი თვისებები დაბალია, ამიტომ კოროზიამედეგობის გასაზრდელად მოსევადებულ დეტალებს ცხიმოვანი საზეთით ან ლაქით ფარავენ. განასხვავებენ ტუტე, მჟავურსა და თერმულ მოსავადებას.[1]

  1. მოსევადება // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 133.