მორდოვია არენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მორდოვია არენა
IMG 2017-saransk-mordovia-arena-2.jpg
მორდოვია არენის მშენებლობა სარანსკში
მდებარეობა სარანსკი, რუსეთი
კოორდინატები 54°10′58″ ჩ. გ. 45°12′05″ ა. გ. / 54.18278° ჩ. გ. 45.20139° ა. გ. / 54.18278; 45.20139
აშენდა 2010-2018
გაიხსნა 2018 (2018) (დაგეგმილი)
კონსტრუქციის ღირებულება $ 300 მილიონი
ტევადობა 44 442 (მსოფლიო ჩემპიონატი)
28 000 (მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ)
გუნდები
მორდოვია სარანსკი

მორდოვია არენა[1] (რუს. „Мордовия Арена“) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს მორდვის რესპუბლიკის ქალაქ სარანსკში. სტადიონი უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 4 მატჩს. ის ასევე უმასპინძლებს საფეხბურთო კლუბ მორდოვია სარანსკის მატჩებს და ჩაანაცვლებს სტარტის სტადიონს. სტადიონი გათვლილია 44 442 მაყურებელზე[2].

სტადიონის მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორდოვია არენა ახალ მიკრორაიონ „იუბილეინი“-ში მდებარეობს. 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას სტადიონზე 44 442 მაყურებელი დაეტევა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ კი ტრიბუნების ნაწილის დემონტაჟი განხორციელდება რაც ტევადობას 28 000-მდე შეამცირებს. არენის გარე იერსახე ღია მზისფერი ნახევრადგამჭვირვალე დაკიდული პერფორირებული პანელებით იქნება გაფორმებული[3]..

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს სტადიონის მშენებლობის დასაწყებად მდინარე ინსარის ჭალებში სამშენებლო მოედნის გაწმენდა დაიწყო. თავდაპირველად, სტადიონის მშენებლობის დასრულება 2012 წლისთვის, ხოლო გახსნის დამთხვევა კი მორდველი და რუსი ერების გაერთიანების 1000 წლისთავისა და 2012 წლის რუსეთის სპარტაკიადისთვის იგეგმებოდა. მოგვიანებით სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადამ 2017 წლამდე გადაიწია. მშენებლობას კომპანია „Спорт-Инжиниринг“ ასრულებდა, ხოლო მთლიანმა დანახარჯებმა 16,5 მილიარდი რუბლი შეადგინა[4].

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტადიონი 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ოთხ მატჩს უმასპინძლებს. სატესტო მატჩის გამართვა 2018 წლის 21 აპრილს იგეგმება.[5]

თარიღი დრო გუნდი №1 შედეგი გუნდი №2 ეტაპი დასწრება
16 ივნისი, 2018 19:00 პერუს დროშა პერუ დანიის დროშა დანია ჯგუფი C
19 ივნისი, 2018 15:00 კოლუმბიის დროშა კოლუმბია იაპონიის დროშა იაპონია ჯგუფი H
25 ივნისი, 2018 21:00 ირანის დროშა ირანი პორტუგალიის დროშა პორტუგალია ჯგუფი B
28 ივნისი, 2018 21:00 პანამის დროშა პანამა ტუნისის დროშა ტუნისი ჯგუფი G

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Новости — Министерство спорта Российской Федерации
  2. Russia 2018 FIFA World Cup Artists Impressions
  3. "Мордовия Арена" будет яркого солнечного цвета
  4. Стоимость строительства стадиона в Саранске составит 16,5 млрд рублей. Sports.ru (19 декабря 2014).
  5. „Mordovia Arena set to host first test match in April ahead of 2018 FIFA World Cup“. TASS. 29 September 2018. ციტირების თარიღი: 19 February 2018. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება)