შინაარსზე გადასვლა

მონტმორილონიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტმორილონიტი
საერთო
ქიმიური ფორმულა(Na,Ca)0.33(Al,Mg)2(Si4O10)(OH)2·nH2O
იდენტიფიკაცია
კრისტალის სინგონიამონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით1-1,5
სიმკვრივე1,8 კგ/მ³

მონტმორილონიტითიხოვანი მინერალი, რომელიც ეკუთვნის შრეებრივი მინერალების ქვეკლასს. აქვს ძლიერ გაჯირჯვების უნარი და მკვეთრად გამოხატული სორბციული თვისებები. გამოირჩევა ფენების დასტის სიმეტრიული აგებულებით მსგავსად პიროფილიტისა. წარმოქმნის მჭიდრო თიხოვან მასებს. მონოკლინური სისტემის კრისტალები მოჩანს მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ, გვხვდება იშვიათად. ფერი თეთრიდან ვარდისფრამდეა ნაცრისფერ-ლურჯი ელფერით, წაბლისფერი, წითელი, მომწვანო (მინარევების შესაბამისად).[1]

სიმაგრე მინერალოგიური სკალით 1-1,5. სიმკვრივე 1,8 კგ/მ³. მონტმორილონიტი ტუტე გარემოს პირობებში ალუმინსილიკატების გამოფიტვის ტიპური პროდუქტია. ბენტონიტის მთავარი შემადგენელი კომპონენტი; შედის აგრეთვე ნიადაგის, თიხნარი კაჭარის და სხვა დანალექი ქანების შემადგენლობაში. მონტმორილონიტის მსგავსი ქანები ნაპოვნია პლანეტა მარსზე.[2] სახელწოდება „მონტმორილონიტი“ წარმოსდგება საფრანგეთის არონდისმან — მონმორიიონის სახელიდან. მონტმორილონიტი სასარგებლო წიაღისეულია. გვხვდება საქართველოშიც.[3] აღსანიშნავია, რომ მონტმორილონიტი თიხოვანი მინერალის — გუმბრინის მთავარი ქანმაშენი მინერალია.