მონსტრი (2003 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მონსტრი“
ჟანრი კრიმინალური დრამა
დამდგმელი რეჟისორი პეტი ჯენკინსი
პროდიუსერი შარლიზ ტერონი, მარკ დემონი, კლარკ პეტერსონი, დონალდ კუშნერი, ბრედ ვაიმანი
სცენარის ავტორი პეტი ჯენკინსი
როლებში შარლიზ ტერონი, კრისტინა რიჩი
მუსიკა BT
ოპერატორი სტივენ ბერნშტაინი
მონტაჟი არტურ კობურნი, ჯეინ კარსონი
სტუდია DEJ Productions
დისტრიბუტორი Media 8 Entertainment, Newmarket Films
გამოსვლის თარიღი 16 ნოემბერი, 2003
ხანგრძლივობა 109 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 8 მლნ
შემოსავალი $60 378 584

მონსტრი (ინგლ. Monster) — 2003 წლის ამერიკული ფილმი. დაფუძნებულია სერიული მკვლელის რეალურ ისტორიაზე. ეილინ უორნოსი ფილმის გადაღებებისას, 2002 წლის ოქტომბერში სიკვდილით დასაჯეს. მისი როლის შესრულებისთვის შარლიზ თერონმა მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ეილინ უორნოსის ბავშვობა მძიმე და საშინელი იყო, ძალადობითა და ნარკოტიკით სავსე. 13 წლისა მეძავი გახდა და დაორსულდა. ფულის საშოვნელად გაემგზავრა ფლორიდაში, სადაც სათვირთო მანქანების მძღოლებს ემსახურებოდა. 1989 წლის ერთ დღეს მან სელბი გაიცნო, რომელიც შეუყვარდა. სებლისა და ეილინის ურთიერთობა 9 თვეს გრძელდებოდა. სელბისთან ურთიერთობის განმავლობაში ეილინმა გადაწყვილა შეეწყვიტა პროსტიტუცია. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა უკანასკნელმა კლიენტმა მისი გაუპატიურება სცადა, ეილინმა კლიენტების დახოცვა დაიწყო. ასე იქცა ის სერიულ მკვლელად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]