მომხმარებლის განხილვა:Melberg

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მომხმარებლის განხილვა:Gaeser)
Jump to navigation Jump to search

თარგი[წყაროს რედაქტირება]

გიო, სალამი. თარგ. ქე-ს ფიფქი რატომ ჩაუხსენი ? :))) - OTOGI Messages 16:35, 15 ივნისი 2020 (UTC)

სალამი! მე ჩავთვალე, რომ რადგანაც ძირითადად სქოლიოში გამოიყენება, ფიფქის გარეშე ჯობდა - თუმცა მისი ჩასმის ფუნქცია დავტოვე. თუ თვლი, რომ პირიქით ჯობია, არ მაქვს პრობლემა, დავუბრუნოთ უკან.--Melberg მიწერა 16:50, 15 ივნისი 2020 (UTC)
პირადად, ვთვლი, რომ უპრიანი იქნება ნებისმიერი არსებული ლიტერატურის სქოლიოს სახით მითითება. მაგრამ იგი მაინც იქნება ჯერ გამოყენებული ლიტერატურის სახითაც. მოდი ჩავამატოთ ამ ეტაპზე. აგრეთვე, სქოლიო გამოტანისას „კი“ ნაცვლად „არა“ უნდა იყოს. - OTOGI Messages 16:55, 15 ივნისი 2020 (UTC)
კი ბატონო, დავაბრუნებ, როგორც იყო.--Melberg მიწერა 17:01, 15 ივნისი 2020 (UTC)
Yes check.svg გაკეთდა.--Melberg მიწერა 17:02, 15 ივნისი 2020 (UTC)

მადლობა :). - OTOGI Messages 17:05, 15 ივნისი 2020 (UTC)

გიორგი კვინიტაძე[წყაროს რედაქტირება]

გიორგი კვინიტაძე — წყარო მივუთითე ენციკლოპედია „საქართველო“. რატომ წაშალე? სტატია არსებობს გიორგი კვინიტაძეზე, ხოლო ივანე კვინიტაძე ენციკლოპედია „საქართველო“-ში სტატია არ არსებობს.--ცანგალა 17:58, 15 ივნისი 2020 (UTC)

ცანგალა, კარგად დააკვირდი, რა გავაკეთე.--Melberg მიწერა 18:02, 15 ივნისი 2020 (UTC)
დავაკვირდი, გვარი ჩიქოვანი ჩამოიტანე მამამისთან. მერე? გიორგისთან უშლის ხელს (ან ორივესთან იყოს)? გიორგისთან მითითებაში რა შეცდომა დავუშვი? და შემდეგ, როდესაც თარგით სვამ სქოლიოში ცუდად ჩანს (ქვევით იწევს).--ცანგალა 18:09, 15 ივნისი 2020 (UTC)
კვინიტაძის მამის გვარის ხსენების საჭიროებას პრეამბულაში ვერ ვხედავ. მამამისთან და წარმომავლობის სექციაში ეს გამართლებულია, მაგრამ როდესაც საუბარია ახალი გვარის უკვე მეორე თაობის წარმომადგენელზე - მის შესახებ სტატიის პრეამბულაში - სრულიად ზედმეტია, განსაკუთრებით თუ მისი ძირითადი გვარი - კვინიტაძე - აკადემიურ წრეებში სრული კონსენსუსით სარგებლობს. მაგალითისთვის იხ. პრინც ფილიპზე სტატიას - სტატიის პრეამბულაში მისი გვარიც (Schleswig-Holstein-Sonderburg-Glücksburg) კი არ არის ნახსენები, არაფერს ვამბობ მამამისის გვარზე (ოლდებნურგი). ამავე დროს, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ოღონდ შესაბამის სექციაში - მამამისის შესახებ. რაც შეეხება თარგს, მას აქვს ბულეტის გათიშვის ფუნქცია, რომელიც გამომრჩა, თუმცა შენც შეგიძლია მისი ჩასწორება.--Melberg მიწერა 18:22, 15 ივნისი 2020 (UTC)
P.S. სანამ გააუქმებ ცვლილებას, მანამდე რომ მოიწერო, მემგონი ეთიკის ამბავია.--Melberg მიწერა 18:23, 15 ივნისი 2020 (UTC)
კიდევ ვიმეორებ ლიტერატურას, რომელსაც შენ უმატებ წარმოადგენს სიცრუესდ, რადგან ენციკლოპედიაში „საქართველოში“ მასზე სტატია არ არსებობს. რატომ უთუთებ არასწორ წყაროს? ეს განმიმარტე.--ცანგალა 18:27, 15 ივნისი 2020 (UTC)
თუ თვლი, რომ ტექსტს მკითხველი შეყავს შეცდომაში, შეგიძლია გაასწორო ტექსტი შესაბამისად. კარგია, რომ თარგის გამოყენებასა და პრეამბულაში ჩაწერის არააუცილებლობაზე არ მედავები. :)--Melberg მიწერა 18:29, 15 ივნისი 2020 (UTC)
შენ მკითხველს ეუბნები იხ. ივანე კვინიტაძე ენციკლოპედია „საქართველოში“ . იქ კი მასზე სტატია არ არსებობს. --ცანგალა 18:31, 15 ივნისი 2020 (UTC)
გავასწორე :) შენც შეგეძლო ამის ჩასწორება.--Melberg მიწერა 18:40, 15 ივნისი 2020 (UTC)
მე რასაც ვასწორებდი შენ შლიდი. ოკ. დავასრულე.--ცანგალა 18:47, 15 ივნისი 2020 (UTC)
P.S. „სანამ გააუქმებ ცვლილებას, მანამდე რომ მოიწერო, მემგონი ეთიკის ამბავია.“ — შენი სიტყვებია. --ცანგალა 20:46, 15 ივნისი 2020 (UTC)

„პოლიტიკა სამსჯავროზე"[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! „პოლიტიკა სამსჯავროზე“ წაგიშლიათ უკვალოდ?! არ შეიძლება რეაქტირება, ჩასწორება? Arena განხილვაწვლილი 09:06, 5 ივლისი 2020 (UTC)

სალამი, სამწუხაროდ, სტატია არ აკმაყოფილებს აკადემიური მნიშვნელობის კრიტერიუმებს.--Melberg მიწერა 15:54, 5 ივლისი 2020 (UTC)

არგუმენტები?! აღაგინეთ და განხილვაზე გამოიტანეთ!!! Arena განხილვაწვლილი 09:57, 6 ივლისი 2020 (UTC)

იხ. სწრაფი წაშლის კრიტერიუმები#ს4. ამ მომენტისთვის სტატიის აღდგენის საჭიროებას ვერ ვხედავ. კარგი იქნება, თუ სტატიის დაწერამდე პროექტის წესებს გაეცნობით - სტატიის აკადემიური მნიშვნელობის დამტკიცება ავტორის ვალდებულებაა. მომიყვანეთ ამ სტატიის აკადემიური მნიშვნელობის დამადასტურებელი ფაქტები, ამის შემდეგ ვისაუბროთ. --Melberg მიწერა 14:17, 6 ივლისი 2020 (UTC)

P.S. ბევრი ძახილის ნიშნის გამოყენება საუბარში არ წარგადგებათ.--Melberg მიწერა 14:17, 6 ივლისი 2020 (UTC)

წაშლაზე, რომ იღებ პასუხისმგებლობას, უნდა არგუმენტირებულად დაასაბუთო კიდეც!!! მაინტერესებს თქვენი კვალიფიკაცია, განათლება? Arena განხილვაწვლილი 15:19, 6 ივლისი 2020 (UTC)

კიდევ რა გაინტერესებთ? გვარი თავადური თუ მაქვს? :) --Melberg მიწერა 15:22, 6 ივლისი 2020 (UTC)

თავადური გვარი არა, მაგრამ მაინტერესებს თქვენი კვალიფიკაცია, განათლება? რადგან წაშლაზე იღებთ პასუხისმგებლობას და არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებთ, რატომ წაშალეთ. აღაგინეთ და განხილვაზე გამოიტანეთ!!! Arena განხილვაწვლილი 15:30, 6 ივლისი 2020 (UTC)

ძალიან სამწუხაროა, რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა გირთულდებათ. გავიმეორებ: სტატიის აკადემიური მნიშვნელობის დამტკიცება არის ავტორის ვალდებულება. ასევე, კარგი იქნება, თუ გაეცნობით ვიკიპედიის წესებს და გაიაზრებთ, რომ ვიკიპედიაში მეორე რედაქტორისთვის კვალიფიკაციის კითხვა ისეთივე სისულელეა, როგორც გვარის წარმომავლობის. ისე, რადგანაც ასე დაჟინებით, ისტერიულად მოწერილი ძახილის ნიშნებით მეკითხებით, გიპასუხებთ - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ვარ და პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორანტი, შესაბამისად აკადემიური მნიშვნელობის განსაზღვრა ძალიან კარგად შემიძლია. თქვენგან განსხვავებით, თქვენი კვალიფიკაცია არ მაინტერესებს.--Melberg მიწერა 15:39, 6 ივლისი 2020 (UTC)

P.S. რაც შეეხება სტატიის აღდგენას, ეს არ მოხდება, თუ ვერ დაამტკიცებთ მის აკადემიურ მნიშვნელობას (რაც მეეჭვება).--Melberg მიწერა 15:40, 6 ივლისი 2020 (UTC)

ე.ი. შეიძლება ჩემი სტუდენტი, მაგისტრანტი ან დოქტორანტიც კი აღმოჩნდეთ, რადგან უამრავს გაუვლია ჩემს ხელში. ცუდია პოლიტიკისმცოდნებაში ამ უნიკალური პროექტის მნიშვნელობას ზერელედ რომ მოეკიდეთ (წყაროებს, მასმედიის მასალებს მაინც უნდა გაცნობოდით) და დაუსაბუთებლად წაშალეთ. მე გთხოვთ გამოასწოროთ შეცდომა და აღადგინოთ, ერთად გავაკეთო რეაქტირება. იმედია, სანიმუშოსაც გახდი და იქნებით მისი რეაქტორიც. თქვენი სპეციალობიდან გამომდინარე მეტი გულისყურით უნდა მოკიდებოდით ამ სტატიას. იმედია, ვითანამშრომლებთ! P.S. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (საკანდიდატო კი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაში მაქვს დაცული). Arena განხილვაწვლილი 16:04, 6 ივლისი 2020 (UTC)

გაეცანით ვიკიპედიის აკადემიური მნიშვნელობის (თემაზე/მოვლენაზე სტატიის არსებობის) კრიტერიუმებს. მანამ, სანამ სტატია არ დააკმაყოფილებს სულ მცირე General notability guideline-ს (განსაკუთრებით მეექვსე და მეშვიდე ქვემუხლებთან შესაბამისობაში), სტატიის აღდგენა არ მოხდება.--Melberg მიწერა 05:43, 7 ივლისი 2020 (UTC)

@Arena: ვიკიპედიაში უპირატესობით გამოსვლა სხვებთან მიმართებაში პერსონალურ შეტევად განიხილება და ბლოკირების წინაპირობაა. იხ. ვპ:პშდ. მადლობა. - OTOGI Messages 12:22, 8 ივლისი 2020 (UTC)

შეკითხვა, თხოვნა, დახმარება[წყაროს რედაქტირება]

ქართული ვიკიპედიის საზოგადოებამ მიიღო ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში, აქედან გამომდინა მაქვს სურვილი იხ. კატეგორია:არგენტინის დეპარტამენტები შევცვალო მაღალი კატეგორიები დაბალი კატეგორიებით. მომხმარებელი:MIKHEIL-მა მითხრა, რომ ბოტით უნდა ჩავსვა. მე ბოტი არ მაქვს და არ ვიცი მისი გამოყენებაც. იქნებ შენი ბოტი გამოიყენო და შეცვალო. სამწუხაროდ მომხმარებელი:MIKHEIL-ი არ მეხმარება და მიშლით მანუელით მუშაობას. მადლობელი დაგჩები თუ ბოტით დამეხმარები და შეცვლი კატეგორიებს. ჩემი აზრით ხელით კატეგორია:არგენტინის დეპარტამენტები არის ჩასასწორებელი, მაგრამ იქნებ ვცდები. მადლობა დახმარებისთვის. --ცანგალა 17:21, 21 ივლისი 2020 (UTC)

hi! ბოტი ბოლოს გამოვიყენე ასე 8 წლის წინ, და ფიზიკურად აღარ მახსოვს რა და როგორ კეთდება. ამ კვირაში ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, რომ ვნახო და აღვიდგინო ცოდნა, ბოდიში.--Melberg მიწერა 17:53, 21 ივლისი 2020 (UTC)
მადლობა პასუხისთვის. მითითებულ კატეგორიას კატეგორია:არგენტინის დეპარტამენტები ბოტი სჭირდება თუ მანუელი? მაგ. ალბარდონის დეპარტამენტი-ს, სადაც მითითებულია კატეგორია:არგენტინის დეპარტამენტები უნდა შეიცვალოს კატეგორია:სან-ხუანის პროვინციის დეპარტამენტებით. ჩემი აზრით ბოტით ვერ შეიცვლება. უბრალოდ მომხმარებელი:MIKHEILი მიკრძალავს მუშაობას იხ. მომხმარებლის განხილვა:Zangala#ბოლო ცვლილებების დატბორვა-ის მიზნით. --ცანგალა 18:09, 21 ივლისი 2020 (UTC)
ცანგალ, არ გინდა ეს იაფფასიანი დემაგოგობა! სიტყვა დატბორვის მნიშვნელობა გესმის შენ? ცხრაჯერ გაგიმეორე, რომ ნუ ტბორავ ბოლო ცვლილებებს, ესაა მიუღებელი. მუშაობის აკრძალვაზე ხაზგასმა უბრალოდ სასაცილოა. — Mikheil მიწერა 18:39, 21 ივლისი 2020 (UTC)
არავითარი სურვილი არ მაქვს Melberg-ის განხილვის გვერდი დავტბორო. უბრალოდ შეკითხვა დავსვი, სადაც ბოტის გამოყენება არ შეიძლება რატომ უნდა შემექმნეს მუშაობის შეზღუდვის უფლება. მე ვეკითხები Melberg-ს. ჩემთან ასევე შენთან საუბარი ორივემ დავასრულეთ ჩვენი განხილვის გვერდებზე. მიმითითეთ წესზე ბოლო ცვლილებების დატბორვის შესახებ. თუ არ გვაქვს ე. ი. შეიძლია. ბოლო გვერდი ხან დაიტბორება და ხან არა. სხვათაშორის საქართველოს სოფლებზე ეს პრობლემა არ მქონია. --ცანგალა 18:50, 21 ივლისი 2020 (UTC)
ძალიან რთული მდგომარეობაა, ძალიან. — Mikheil მიწერა 18:52, 21 ივლისი 2020 (UTC)
ეს Melberg-მა შეაფასოს. მე რთულ მდგომარეობას ვერ ვხედავ. მომეცით მუშაობის საშუალება და მორჩა. რატომ ვიზღუდები? რომელი წესის მიხედვით. მიხა, ბოტი გაქვს არ აკეთებ. რატომ? ამასაც ვერ ვგებულობ. ბრაზილია ხომ გააკეთე.--ცანგალა 18:56, 21 ივლისი 2020 (UTC)
@MIKHEIL: ვიმუშავებ იმ დოზით როგორც მომხმარებელი:იაკობ მახარაძე, რომელიც შენიშვნას არ ღებულობს. ე. ი. მაგ დოზით შეიძლება. აქ რატომ ვწერ? Melberg-მაც რომ წაიკითხოს.--ცანგალა 06:22, 22 ივლისი 2020 (UTC)
დატბორვის მნიშვნელობას ცოცხალი თავით ვერ/არ იგებ ისევ. გადაბმულად, დღეში 600-ზე მეტ რუტინული ცვლილებასა და თუნდაც 100 ცვლილებას შორის სხვაობას ხედავ? — Mikheil მიწერა 08:22, 22 ივლისი 2020 (UTC)

საინტერესოა შენი აზრი[წყაროს რედაქტირება]

იხ. განხილვა:ემზარ აბუაშვილი--ცანგალა 18:41, 26 ივლისი 2020 (UTC)

გრივერ ფარულავა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მელბერგ. დასაწყისში დაბადების თარიღად გიწერია 1936, ხოლო კატეგორიაში 1928 და რომელია სწორი? Gobrona განხილვაწვლილი 09:24, 15 აგვისტო 2020 (UTC)

@Gobrona გამოგადგება. გიო ოქრო 09:36, 15 აგვისტო 2020 (UTC)
@გიო ოქრო: გმადლობ ახალგაზრდა. ეს შენ დაარქივე? Gobrona განხილვაწვლილი 09:47, 15 აგვისტო 2020 (UTC)
@Gobrona არა, ბიოგრაფიული ლექსიოკონის FB-გვერდზე იყო მკვდარი ბმული და არქივში მოვძებნე. გიო ოქრო 09:53, 15 აგვისტო 2020 (UTC)
Yes check.svg გაკეთდა. Melberg მიწერა 04:18, 16 აგვისტო 2020 (UTC)
გრამატიკულად სწორია: დააარქივე!:-)--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:51, 22 აგვისტო 2020 (UTC)

გომერი[წყაროს რედაქტირება]

მელბერგ სალამი. აღნიშნული გვერდის განხილვაში ჩავწერე, რომ სასურველია ბიბლიური ეთნარქის, გომერის გვერდის ტექსტი შეიქმნას გომერის ადგილას, ხოლო აღნიშნული გვერდის ტექსტი გადავიდეს, მას შემდეგ რაც შეიქმნება, მაგ. გვერდი გომერი (მთა).--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:08, 22 აგვისტო 2020 (UTC)

სურათი[წყაროს რედაქტირება]

გიო, გამარჯობა! ეს სურათი → ფაილი:Infoboxforlang.png გჭირდება თუ წავშალო?. - OTOGI Messages 10:20, 27 აგვისტო 2020 (UTC)

სალამი ოთო! წაშალე, ადრე მინდოდა ერთ-ერთი ინფობოქსისთვის, მაგრამ ახლა აღარ მჭირდება.--Melberg მიწერა 16:35, 27 აგვისტო 2020 (UTC)

თამარ აბაშიძე[წყაროს რედაქტირება]

თამარ აბაშიძე თარგი:Geocinema პიროვნება ჩავსვი. რატომ არ აჩვენებს? შემეშალა რამე?--ცანგალა 20:56, 27 აგვისტო 2020 (UTC)

იგივე პრობლემა დავით აგიაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი --ცანგალა 09:15, 28 აგვისტო 2020 (UTC)
სალამი. geocinema საიტმა შეცვალა არქიტექტურა და ლინკის სტრუქტურა.--Melberg მიწერა 16:57, 28 აგვისტო 2020 (UTC)
@Melberg@Zangala თქვენის ნებართვით ჩავერევი. მგონი ძველი თარგის გამოყენებას აზრი აღარ აქვს. ახალს ავაწყობ {{ეროვნული ფილმოგრაფია}}, ისე, რომ ყველა შემთხვევას მოერგოს და ჩავანაცვლოთ ძველები. გიო ოქრო 17:41, 28 აგვისტო 2020 (UTC)

Melberg, geocinema საიტმა შეცვალა არქიტექტურა და ლინკის სტრუქტურა — ეს გასაგებია. მაგრამ თარგი:Geocinema პიროვნება ყველას არ ადგება. პრობლემა ეს არის. მადლობა @გიო ოქრო:.--ცანგალა 18:36, 28 აგვისტო 2020 (UTC)

თარგის დახვეწის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

სალამი Melberg! თქვენთან თხოვნა მაქვს. შევქმენი თარგი:ინფოდაფა მონარქია, თითქმის დასრულებულია ორი ნიუანსის გარდა, კერძოდ სავარჯიშოში დეტალებს ვერ ვსვავ ისე, როგორც ინგლისურში და მეორე ის რომ ყოფილ მონარქს ჩემსავე სავარჯიშოში ვერ მოვაშორე სიტყვა ტახტს იკავებს. ეს ორად-ორი პრობლემაა. თუ შეგიძლიათ დახმარება გამიწიოთ აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში? წინასწარ უღრმესი მადლობა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:03, 31 აგვისტო 2020 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა ინგლისური ვერსიის მიხედვით, მაგრამ ცოტა დასახვეწია ჯერ კიდევ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:22, 4 სექტემბერი 2020 (UTC)

We sent you an e-mail[წყაროს რედაქტირება]

Hello Melberg,

Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.

You can see my explanation here.

MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)

Кёкиё :))[წყაროს რედაქტირება]

სალამი მელბერგ. სტატიაში ვეშაპსარეწი#ვეშაპთმხოცავი გემი იაპონური სახელებია სათარგმნი და რუსული ძაან საშინელებაა (Кёкиё) :) იქნებ იცოდე რა როგოე გადმოდის. Ниссин-Мару „ნიშინ-მარუ“ იქნება მგონი და დანარჩენები მაინტერესებს. გიო ოქრო 17:53, 1 ოქტომბერი 2020 (UTC)

სალამი! იაპონურთან დაკავშირებით ეს სისტემა გვაქვს, ორიგინალი თუ გვექნება, შევძლებთ სწორ გადმოტანას.--Melberg მიწერა 18:44, 1 ოქტომბერი 2020 (UTC)

რუქები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ ბ-ნ გიორგი, როგორც სამოქააქო აქტივისტი დაგვაკვალიანეთ. გვაქვს შეკიტხვა, რა პროექციით ქმინდნენ საქართველოს რუქებს საბჭოთა კავშირის დროს მადლობთ წინასწარ