მომღერალასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მომღერალასებრნი
Dendroica-fusca-001.jpg
ნაძვნარის მომღერალა (Dendroica fusca)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Parulidae (Wetmore, 1947)

მომღერალასებრნი[1] (ლათ. Parulidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა.

მათი სხეულის სიგრძეა 10–18 სმ,[2] საშუალოდ 12 სმ.[3] ნისკარტი წვრილი, ბასრი, იშვიათად გაბრტყელებულია, დასაწყისში ჯაგრიანი,[2] ოდნავ ქვევითაა მოღუნული; ფეხები სუსტია.[3] შეფერილი არიან ზეთისხილისფრად, მომწვანო-მოყვითალოდ ან რუხად და შეხამებულია ყვითელ, წითელ, შავ ან რუხ-ცისფერ ტონებთან;[2] ზოგიერთ სახეობას აქვს მურა და თეთრი, ჭრელი შეფერილობა; დამახასიათებელია თავისა და ტანის წინა ნაწილის განსხვავებული შეფერვა[3]

ცნობილია 18–27 გვარის 108–124 სახეობა. გავრცელებული არიან ამერიკაში ალასკიდან და ლაბრადორიდან ჩრდილოეთ არგენტინამდე.[2] ზამთარში, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში სხვა მწერიჭამია ფრინველებთან შერეული მომთაბარე გუნდები გვხვდება. ზოგიერთი სახეობა ჯამის ფორმის ბუდეს მიწაზე აგებს, რაშიც მცენარეულ სამშენებლო მასალას იყენებს, ზოგიერთი კი ხის ტანზე სიცარიელეებს (ფუღუროებს) იკავებს საბუდრად. ბუდეს აშენებს დედალი.[3]

ბინადრობენ სხვადასხვა პირობებში, მაგრამ უპირატესად მეხეური ფრინველებია. იკვებებიან მწერებით. დებენ 2–5 კვერცხს. ზოგიერთი კარგად გალობს. 3 სახეობა და 2 ქვესახეობა შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Parulidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 მომღერალასებრნი // ბიოლოგიური ენციკლოპედიური ლექსიკონი (რუსული)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 მომღერალასებრნი // Птицы нашей Родины (რუსული)