მოლომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოლომა
რუს. Молома

მოლომა კიროვის ოლქის სოფელ იურევოსთან
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ვოლოგდის ოლქი, კიროვის ოლქი
სათავე ჩრდილოეთი უვალები
59°49′59″ ჩ. გ. 46°55′59″ ა. გ. / 59.83306° ჩ. გ. 46.93306° ა. გ. / 59.83306; 46.93306
შესართავი ვიატკა
58°20′10″ ჩ. გ. 48°27′41″ ა. გ. / 58.33611° ჩ. გ. 48.46139° ა. გ. / 58.33611; 48.46139
სიგრძე 419 კმ
აუზის ფართობი 12,7 ათ. კმ²
მდინარის სისტემა ვიატკაკამავოლგაკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 79,1 მ³/წმ
მოლომა — რუსეთი
მოლომა
მოლომა
— სათავე, — შესართავი
მოლომა ვიკისაწყობში

მოლომა[1] (რუს. Молома) — მდინარე რუსეთში, ძირითადად კიროვის ოლქში (სათავეები ვოლოგდის ოლქში); მდ. ვიატკის (ვოლგის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 419 კმ, აუზის ფართობი 12,7 ათ. კმ². სათავეს იღებს ჩრდილოეთ უვალების ჩრდილოეთ კალთებზე და ფართო ხეობით კვეთს მათ. იკვებება უპირატესად თოვლის წყლებით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი სოფელ შჩეტინენკისთან 79,1 მ³/წმ. გაყინულია ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე. დასაცურებელია. სანაოსნოა შესართავიდან 302 კმ-ზე (წყალდიდობის დროს). მოლომის აუზში 115 მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 3,6 კმ².[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 135.
  2. Молома // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 695.