მოა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოა
მშობ. სახელი: ინგლ. Moa Island

მოა სხვა ტორესის სრუტის კუნძულებთან ერთად
გეოგრაფია
მდებარეობა ტორესის სრუტე
კოორდინატები 10°10′ ს. გ. 142°16′ ა. გ. / 10.167° ს. გ. 142.267° ა. გ. / -10.167; 142.267 (Moa Island)
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 171,7 კმ²
სიგრძე 13,4 კმ
სიგანე 12,8 კმ
სანაპიროს სიგრძე 52,6 კმ
უმაღლესი წერტილი 399 მ
კუინზლენდი
დემოგრაფია
მოსახლეობა 439 (2006)
სიმჭიდროვე 2,557 ად. /კმ²

მოა (ინგლ. Moa Island) — კუნძული ავსტრალიის შტატ კვინსლენდში. იგი არის ტორესის სრუტის კუნძულებიდან ერთ-ერთი.

კუნძულზე ორი დასახლებაა, კუბინი და წმ. პოლსი, რომლებიც ბიტუმენისა და გრაველის გზითაა დაკავშირებული ერთმანეთს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოა წარმოადგენს დიდ კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით პაპუა-ახალი გვინეასა და ავსტრალიის შუაში. უახლოესი კუნძული, ბადუ, მისგან გამოყოფილია სამკილომეტრიანი სრუტით. მოას ფართობი შეადგენს 171,7 კმ²-ს (ეს სიდიდით მეორე კუნძულია ტორესის სრუტეში). სანაპირო ზოლის სიგრძე — 52,6 კმ. უმაღლესი წერტილი აღწევს 399 მეტრს[1].

გეოლოგიური თვალსაზრისით კუნძულები მოა და მისი მეზობელი ბადუ წარმოადგენენ პლეისტოცენის პერიოდში არსებულ ერთიანი ხმელეთის ნაწილის ნარჩენს კუნძულ ახალი გვინეასა და კონტინენტ ავსტრალიას შორის, ასევე კეიპ-იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთის დაბოლოვებაა, რომლის წარმოშობაც დათარიღებულია დაახლოებით გოლოცენის პერიოდით. თვითონ კუნძული მოა გამოეყო ნახევარკუნძულს დაახლოებით 8-6 ათასწლეულში ჩვენს ერამდე[2].

მოას ზედაპირი უპირატესად კლდოვანია და დაფარულია იშვიათი მცენარეულობით[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წელს კუნძულზე დაარსდა ანგლიკანური ეკლესიის მისია[4].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის მონაცემებით კუნძულ მოაზე ცხოვრობდა 439 ადამიანი. კუნძულზე არსებობს ორი დასახლებული პუნქტი: კუბინი (201 ადამიანი 2006 წელს)[3]), რომელიც განლაგებულია მოას სამხრეთ სანაპიროზე, და წმ. პოლსი (238 ადამიანი 2006 წელს[5]) კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. კუბინი უპირატესად დასახლებულია უელსის პრინცის კუნძულიდან და სხვა ახლომდებარე კუნძულებიდან 1870-იან წლებში გადმოსახლებულებით. წმ. პოლსში ძირითადად ცხოვრობენ წყნარი ოკეანის კუნძულებიდან გადმოსახლებულნი.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. David, Bruno; McNiven, Ian; Mitchell, Rod; Orr, Meredith; Haberle, Simon; Brady, Liam; Crouch, Joe Badu 15 and the Papuan-Austronesian settlement of Torres Strait, სიდნეი: Archaeology in Oceania, 2004, ტ. 39, № 2.
  3. 3.0 3.1 Kubin Community - Moa Island. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  4. Buchanan, Florence Griffiths (1861 - 1913). Australian Dictionary of Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  5. St Pauls Community - Moa Island. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.